Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
darsavelidze darsavelidze2 darsavelidze3 darsavelidze4 darsavelidze6 darsavelidze5
1942 წლის გაზაფხულზე გორელი, ვინმე  გალაქტიონ გაგნიძე მსახურობდა ახალციხეში, მუშათა და გლეხთა წითელ არმიაში  (РККА). მან
ოჯახს მისწერა წერილი და თანამებრძოლსა და მეგობარ კონსტანტინე დარსაველიძეს უთხრაჩემ ძმას წერილი მივწერე, შენც
დაგიტოვე ადგილი და თუ გინდა, ისეთი რამე მისწერე, შევეცოდოთ და ხილი გამოგვიგზავნოსო. სწორედ ეს მინაწერი გახდა
კონსტანტინე დარსაველიძისთვის საბედისწერო, რადგან Mუწყინარი, ხუმრობით მიწერილიანტისაბჭოთა კონტრრევოლუციურ
ცილისმწამებლურ აგიტაციაში ჩაეთვალა, შეეფარდასაქ. სსრ სსკ 19, 58-10-ის მე-2 ნაწილი მუხლები და მიესაჯა 10 წელი შრომა-
გასწორებით ბანაკში, პირადი ქონების კონფისკაცია და საარჩევნო ხმის უფლების ჩამორთმევა სამი წლით. მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ
გადაეხედა მის საქმეს, ზედმეტად მკაცრად მიიჩნიეს განაჩენი და სსრკ უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის 1947 წლის 25
ივნისის განჩინებით სასჯელის ზომა შეეცვალა ხუთი წლით. ვინაიდან აღნიშნული დროისთვის ეს დრო ამოწურული იყო, დარსაველიძე
გათავისუფლდა. გთავაზობთ ამ წერილებს. სტილი დაცულია:
გადაეცით შალას
უპირველესათ მრავალ მოკითხვას მოგახსენებთ ძმაო შალიკო გისურვებთ ცხოვრებაში ჯანმრთელობას და კარგათ ყოფნას თქვენი
კეთილის მსურველებით ეხლა შალიკო მომიკითხე თამარა დიდი პატიოსნებით. ეხლა  შალა შორს არ დაგჭირდება წასვლა და მომიკითხე
თინა თავისი პატარა ბიჭიკოთი დიდი პატიოსნებით ეხლა შალიკო მომიკითხე დედა და მამაჩემი პირზე კოცნით ეხლა შალა მომიკითხე
ქეონიანთი სუყველანი დიდი პატიოსნებით ეხლა ძმაო შალა ვიცი შენი კეთილი გულის ანბავი რომ ჩემს ანბავს იკითხავთ. მაგრამ მე
კარგათ ვარ ჯერჯერობით. მხოლოთ თქვენ იყავით კარგათ. ხუთი წერილი მაქვს გამოგზავნილი და არცერთის პასუხი არ მიმიღია.
დედაჩემი დავტოვე ავათ და მაინტერესებს როგორ არის კიდენ ხომ ავათ არარის მომწერეთ ეხლა შალა გრიგოლიასგან წერილი მივიღე
და მწერავს რომ შოთას დაუწყია მწონავათ მუშაობა და ნახე შოთა და მოელაპარაკე რომ გულმოდგინეთ იმუშაოს. ავარებს არაყვეს
არაფერზე მოტყუვდეს. აპა შენიცი შალა როგორც მოიქცევი ან გოგია როგორ არის იმასაც აციებდა. ყველაფერი მომწერეთ მე ახალ ციხეში
ვარ ჯერჯერობით და მერე არვიცი სად წავალ. ბაბა ძალიან ნაკლებია არ მყოფნის და კრუშკებზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი ვეღარ
ვკრუშკაობ. პივის ქარხანასთან ახლოს ვართ. მხოლოთ პივას არ გვასმევენ. ახლა შალა თინას უთხარით და საჩქაროთ მომწერეთ მინას
მისამართი იქნებ ვნახო
ჩემი მისამართი ასეთია
Полеваяпочта #1458 668 С/п76  М /мБатареяполучитГалактионГагнидзе  10/V 942 .

ძმაო შალა კოწია დარსაველიძე და მე ერთად ვართ, ერთ კაზარმაში ვცხოვრობთ. შალა კოწიაც გწერავს ამ წერილში წერილს. 13/V 942
გაგნიძე 

სალამი შალიკოს
იყავი სულ კარგათ და კარგათ თქვენი მეუღლე თამარათი სხვა შალიკო შე ბებერო. რას შვები რომ დამჯდარხარ სახლში და შეცქერი
მოხუც კაცებს და ქალებს  იმ დროს როდესაც ყველა ჩვენსავით ახალგაზრდები და ვაშკაცები ფრონტზედ ვიმყოფებით და მტერს შორს
მივერეკებით. შალიკო იმედი მაქვს ჩვენაც მოგვიგონებთ იმ დროს როდესაც შენ დაუწყებ ლოცულაშვილს პადვალში ღვინის სმას. ჩვენ
ხომ იცი ყველაფერზედ მოკლებული ვარ, ღვინო კი არა შავი პური აღდგომის პასკას გვირჩევნია, დღე ისე არ გაივლის რომ ათჯერ მაინც
არ ვინატროთ, რომ თუ მოვესწრებით კიდევ პურით გაძღომასო, შიმშილით მუხლები გვეკვეცება, სიცოცხლეს სიკვდილი გვირჩევნია,
მაგრამ რას ვიზამთ. შალიკო, მე და გალაქტიონი ვართ ბატარეიაში ზარბაზნებზედ, ბუკეთა კი ჩვენს ნაწილში არის მხოლოთ
პულიმეტრზედ. გაჭირვებას ერთმანეთს შევჩივლებთ, მაგრამ დახმარება კი არსიდან არის.
შალიკო თუ  გაწყრეს ღმერთი და შენც გამოგიძახონ, თუ შენ ვერ გაბედავ თამარა ___ ( არ იკითხება. ავტდაავალე და როდესაც გეძინოს,
დიდი ურო დაგარტყას ორივე ფეხებზედ და ისე გამოცხადე კომისარიატში, რომ არ წამოგიყვანონ ჯარში თორემ შენი ამბავი მე რომ  ვიცი
აქ სიმშილით მოკვდები. შალიკო გამოიარე ახალციხესაკენ სანამ აქ ვართ. პივის ქარხანაა აქ გვერდით გვაქ შორს წასვლა არ დაგჭირდება.
შალიკო, ვაშლის ჩირი გამოგვიგზავნე თორემ ახალციხედან  გორში ქვემეხებით აგაფეთქებთ. მოკითხვა თამარას, თინასშენს მშობლებს
მოგიკითხათ გალაქტიონმა. იყავით კარგათ და კარგათ.
     გწერს კოწია დარსაველიძე
წერილი წერილში