Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
კოწია დადეშქელიანის წერილი სამსონ ქარდავას
საარქივო საქმე #23480-ის მიხედვით ქ. ოჩამჩირეში არსებობდა არალეგალური ორგანიზაცია, რომლის წევრები ხშირად
კონსპირაციულად იკრიბებოდნენ მენშევიკ ნოჩო მიქელაძის კუთვნილ რესტორან ,,სამოთხეში“ და 1922 წლის 26 მაისისთვის
ამზადებდნენ შეიარაღებულ აჯანყებას კოდორის ხეობაში, მაგრამ 12 მაისს კოდორის მაზრის პოლიტბიუროში შესულმა სოფ. ჯალის
კომუჯრედის პატაკმა ეს აჯანყება ჩაშალა. დააპატიმრეს იმ პერიოდის საქართველოს თვალსაჩინო წარმომადგენლები:  მუშნი
დადეშქელიანი, კოწია დადეშქელიანი, თამშუგ ანჩაბაძე, სოლდათ შერვაშიძე, ბარდღუ მიქვაბია, ნესტორ ანუა, სეითბეი ძიაფშიპა,
თათაშა ძიაფშიპა, ალექსანდრე მარშანია, ვასო გურჯუა, კრბეი მარშანია, ათუმავა ბიჯგვა, სამსონ ტოლბაია, დაჯგუ ხინბაია და სხვ. 
როგორც აფხაზეთის საგანგებო კომისიის კომენდანტი იუწყება,  Oნოჩო მიქელაძე, კოწია დადეშქელიანი და ვასო გურჯუა  1924 წლის
19 სექტემბრის დილის 4 საათზე დახვრიტეს. ამავე საქმეშია დაცული კოწია დადეშქელიანის წერილი, რომელიც მისწერა სამსონ
ქარდავას და რომელსაც ამჟამად გთავაზობთ: