ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ქალაქ რადომში, პოლონეთი
2016 წლის 13-14 ივნისს, პოლონეთის ქალაქ რადომში, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ორგანიზაციით,
გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია სახელწოდებით - ,,აჯანყებული ქალაქები საბჭოთა იმპერიაში“.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც პოლონური უმაღლესი და კვლევითი დაწესებულებები
(ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი, ვარშავის უნივერსიტეტი, კრაკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტი,
ლუბლიანას კათოლიკური უნივერსიტეტი, რადომის უმაღლესი ტექნოლოგიური სემინარია, რადომის მარია
კონოპნიკას სახელობის უმაღლესი სკოლა, პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და პოლიტიკის
ინსტიტუტები, ადამ მიცკევიჩის უნივერსიტეტი, კარდინალ სტეფან ვიშინსკის სახელობის უნივერსიტეტი), ისე
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სპეციალისტები, რომელთა შორის იყვნენ პროფესორი ჰერმან
ვენტკერი (ბერლინის თანამედროვე ისტორიის ინსტიტუტი), პროფესორი ჩილა ქისი (აბერდენის
უნივერსიტეტი), დოქტორი პეტრე ბლაჟეკი (პრაღის ტოტალიტარული რეჟიმების კვლევის ინსტიტუტი),
დოქტორი პეტრე ოპრისი (რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის სოციალური კვლევების ინსტიტუტი) და
დოქტორი ვლადიმერ ლუარსაბიშვილი (საქართველოს შსს არქივი).
კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნა საბჭოთა იმპერიის სხვადასხვა ქალაქებში მომხდარი
გამოსვლები: რადომში, პოზნანში, გდანსკში, კრაკოვში, ბერლინში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ბუქარესტსა და
თბილისში. მონაწილეებმა ისაუბრეს აჯანყების პოლიტიკური მექანიზმების შესახებ და საბჭოთა იმპერიაში
მომხდარი სოციალური პროტესტი სოციალური მეცნიერებების მიღწევის კონტექსტში განიხილეს. კონფერენციის
დასასრულს გადაწყდა საკონფერენციო მასალების წიგნის სახით გამოცემა.