საქართველოს შსს არქივი გთავაზობთ  პროექტს “იპოვე შენი წინაპარი”. პროექტი განხორციელდება ხალხისთვის და ხალხის დახმარებით. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დაიწყო პოლიტიკური რეპრესიები, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ხელმძღვანელობდა.
საქართველოს შსს არქივში  ინახება რეპრესირებულთა საქმეები. საქმეებს თან ახლავს წერილები და ფოტო მასალა. არქივში ასევე ინახება ბევრი ანონიმური ფოტო და წერილი. პროექტი
“იპოვე შენი წინაპარი” შეიქმნა იმ მიზნით, რათა საზოგადოებას საშუალება მიეცეს ამოიცნოს სურათებზე თავისი ნათესავები. დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ საქართველოს შ.ს.ს. არქივს, სადაც მათ გადაეცემათ სურათის ასლი. ამ გზით ანონიმური სურათები და წერილები თავიანთ საქმეს მიემაგრება.
III ნაწილი
II ნაწილი
I ნაწილი
IV ნაწილი
V ნაწილი
იპოვე შენი წინაპარი
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge