Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ხათუნა ჭიჭინაძე
ხათუნა ჭიჭინაძის დახვრეტის ოქმი
გასული საუკუნის 30-იანი წლების ამომავალი ვარსკვლავი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ხათუნა ჭიჭინაძე 1937 წლის 2 ივლისს
მარტის (ამჟამინდელი ნიკოლაძის) ქუჩა №7-ში   მდებარე საკუთარ სახლში დააპატიმრეს №646 ორდერის საფუძველზე.  ბრალად
დასდეს მისი ქმრის, ,,ხალხის მტრად“ შერაცხული გიორგი ყურულაშვილის დავალებით ტერორისტული აქტის მომზადება
ლავრენტი ბერიას  წინააღმდეგ. სასტიკი წამებისა და ექვსთვიანი შეუპოვარი წინააღმდეგობის შემდეგ ხათუნა ჭიჭინაძემ ,,დანაშაული
“ აღიარა.
საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულიგანსაკუთრებულისამეულის 1938 წლის 3 მარტის დადგენილების საფუძველზე ხათუნა
ჭიჭინაძე დახვრიტეს. რეაბილიტირებულია ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალის 1956 წლის 18 ივლისის
გადაწყვეტილებით.