Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
რას წერდა ლავრენტი ბერია იოსებ სალინს




XX საუკუნეში საქართველოს დაშლა-დანაწევრების პოლიტიკა
წლების განმავლობაში არა მხოლოდ ომებით და ბრძოლებით,
არამედ იდეურადაც მიმდინარეობდა. ტრიალებდა მანქანა,
რომელიც ნერგავდა აზრს, რომ მეგრელები ქართველები არ
არიან, აჭარლები საერთოდ ცალკე ნაციაა, საქართველოსგან
დამოუკიდებელ ნაწილად ასახელებდნენ, ზოგიერთ
შემთხვევაში სვანეთსაც. ყოველივე ეს კი ერთ მიზანს _ `გათიშე
და იბატონეს~ პოლიტიკას ემსახურებოდა. ლავრენტი ბერიას
წერილი იმის მაგალითია, თუ როგორ იბრძვის თავად ცეკას
პირველი მდივანი ამ პოლიტიკის წინააღმდეგ. იოსებ სტალინს
ბერია წერს: `აჭარლების ცალკე ერად გამოყოფა და
საქართველოსგან მოცილება, ძირშივე ეწინააღმდეგება
სტალინის მიერ ჩამოყალიბებულ ნაციათა გაგებას. აჭარლებს
საქართველოსთან საერთო ენა, ტერიტორია და კულტურულ-
ეკონომიკური განვითარება აერთიანებს. აჭარლები ისეთივე
ქართველები არიან, როგორც საქართველოს დანარჩენი კუთხის
შვილები, მხოლოდ ერთი მცირედი განსხვავებით - მათ
წარსულში სარწმუნოება შეიცვალეს~.
ამ წერილშივე ლავრენტი ბერია ამახვილებს ყურადღებას
მეცნიერთა ურთიერთგამომრიცხავ დასკვნებზე: საბჭოთა
მეცნიერებათა აკადემიას 1926 წელს საქართველო
შემდეგნაირად დაუყვია: 1) ქართველები (ქართველები,
კახელები, თუშები, ფშავ-ხევსურები, სომხები, ჯავახები,
მესხები, კლარჯეთელები, ტაოელები, აჭარლები, გურულები,
იმერლები, რაჭველები, ლეჩხუმელები); 2) მეგრელები; 3)
ჭანები; 4) სვანები; 5) ბაცბები.
ენათმეცნიერების ინსტიტუტს კი 1937 წელს საქართველოს
მოსახლეობასთან დაკავშირებით განსხვავებული სახის
კლასიფიკაცია შეუდგენია, რომლის მიხედვითაც, ცალკე ნაციად
არიან მოხსენიებულნი ქართველები, მეგრელები, ლაზები,
სვანები, ბაცბები და აჭარლები. `ეროვნებათა ლექსიკონის~
მიხედვით კი საქართველო ქართველებისა (მეგრელები, ლაზები,
სვანები, ბაცბები) და აჭარლებისგან შედგება.
ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე ლავრენტი ბერია სტალინს
სასწრაფოდ საჭირო რეაგირებას სთხოვს და დასძენს,
აღნიშნული შეცდომა ლექსიკონში აუცილებლად უნდა
გასწორდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ეს
მონაცემები მოსკოვში  გადაიგზავნება გადასამუშავებლად და
აჭარასაც, როგორც ცალკე ერთეულს, ისე განიხილავენ.