Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“- მეორე ეტაპის პრეზენტაცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ და  შსს არქივმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - მეორე ეტაპის  პრეზენტაცია გამართა.
ღონისძიებას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, თელავის, გორის, ზუგდიდის და ქუთაისის უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, ისტორიის ფაკულტეტების სტუდენტები, საჯარო სკოლების ისტორიის პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.
პროექტის მიზანია შსს-ს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით ახალგაზრდების დაინტერესება, ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნებისa და წყაროზე მუშაობის უნარების განვითარება.
ამჯერად, პროექტი საქართველოს რეგიონებში, კერძოდ, ქუთაისში, თელავში, ზუგდიდში, ბათუმსა და გორში დისტანციურად განხორციელდება. რეგიონებში  პროექტში მონაწილეობისთვის 5 საჯარო სკოლა და 5 სტუდენტი შეირჩა.
პროექტის მეორე ეტაპის დასკვნითი კონკურსი გაიმართება მიმდინარე წლის ივნისში და გამოვლინდება საუკეთესო ნაშრომი.
ღონისძიებაზე საპილოტე პროექტში გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
პრეზენტაციის დასასრულს ნაჩვენები იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული პროექტის პირველი ეტაპის მიმდინარეობის ამსახველი ფილმი.