Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
The Archive of the Ministry of Internal Affairs of Georgia
NEWS
 
შსს-ს არქივმა ბათუმში საბჭოთა ოკუპაციის თემაზე მომზადებული წიგნის პრეზენტაცია გამართა
შსს- არქივმა ბათუმში საქართველოს გასაბჭოების თემაზე მომზადებული წიგნის - „საქართველოს ოკუპაცია, ბოლშევიკური ინტერპრეტაციები (1921)“ - პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება საბჭოთა ოკუპაციის დღეს მიეძღვნა.
წიგნში თავმოყრილია შსს- არქივში დაცული, საქართველოს გასაბჭოების ამსახველი მასალები - რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩანაწერები საქართველოს ოკუპაციისა და ქვეყანაში გატარებული პერიოდის შესახებ.
გამოცემა მკვლევარებსა და მკითხველთა ფართო წრეს იმ ისტორიული ფონის შესწავლის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც საქართველოს გასაბჭოების დროს არსებობდა. აღნიშნული წიგნის მეშვეობით, შსს- არქივის ფონდებში დაცული უნიკალური საარქივო მასალა საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახდა.
პრეზენტაციაზე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ამსახველი გამოფენა და შსს- არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმის - „1921“ ჩვენება მოეწყო.
ღონისძიებას შსს- აკადემიის და შსს- არქივის წარმომადგენლები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.