Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
anastasia anastasia1 anastasia2
ძველო ნაცნობო ფილიპე!
ამას წინეთ მწერალთა კავშირის კრებაზე შალვა ელიავამ აღნიშნა, რომ ,,ბალშევიკებიდიდ მნიშვნელობას აძლევენ კულტურას და ყველგან შეაქვთ კულტურა. ამის მაგალითი უსათუოთ იქნება ერივანი და ბაქო. მაგრამ ამ გვარი ლათაიებით ვერ დააჯერებთ ჩემისთანა მოხუცებულს.
ამბობენ გარშემო ბევრი ჯაშუშები ტრიალებენ და პირში წყალი ჩაიგუბეთ, მე კი ვშიშობ  წყალმა არ  დამახრჩოს და სჯობია დამსაჯოთ. სარჩო საბადებელი აღარა მაქვს, გარდა ქართული წიგნებისა, რომელიც ამისთანა საერთო შიმშილობის დროს არავისთვის საჭირო არ არი და თქვენი ხელით ჩემი სიკვდილი კი მატიანეში იქნება ორიოდ სიტყვით იყოს აღნიშნული და მე ამითი სულით დაკმაყოფილებული ვიქნები.
ხალხის ბრბო ,რომელიც ვერ მოაწყობს თავის ოჯახის საქმეს და ცეცხლითა და მახვილით დევნის ინტელიგენციას, რა კულტურის შემოღება შეუძლია! კალიასავით რომ მოუსიეთ ჩვენ ტურფა საქართველოს ბრბო გასანადგურებლად, შეგრჩებათ  თუ არა -
    
ამის მნახველი, რასაკვირველია, მე ვერ ვესწრები და მომავალი ქართველობა კი დააფასებს.

            ,,
კვალის’’ ყოფილი რედაქტორი ანასტასია წერეთლისა
                                                         1921
წელი
                                                          10
მარტი.