Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ქრონიკა
პეტრე გრუზინსკი




პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი 1920 წელს დაიბადა. დაამთავრა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ფილოლოგიის
ფაკულტეტი. გრუზინსკიმ ლიტერატურული მოღვაწეობა 1943
წელს დაიწყო და „თამარაშვილის“ფსევდონიმით წერდა. მისმა
შემოქმედებამ კომპოზიტორთა ყურადღება მიიპყრო. მასთან
თანამშრომლობდნენ -ანდრია ბალანჩივაძე, ოთარ
თაქთაქიშვილი, რევაზ ლაღიძე, ბიძინა კვერნაძე, ოთარ
თევდორაძე, გიორგი ცაბაძე. პეტრე გრუზინსკის ლექსების
მიხედვით დაიწერა სიმღერები მხატვრული ფილმებისთვის:
„კეთილი ადამიანები“, „ბაში-აჩუკი“, „მხიარული რომანი“, „რაც
გინახავს, ვეღარ ნახავ“, „მიმინო“, „განგაში“ და სხვა.
ეს პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ბიოგრაფიის ცნობილი
დეტალებია. ფაქტი, რომ გრუზინსკი საბჭოთა ხელისუფლებამ
„ფსიქიკურად დაავადებულად“ გამოაცხადაბევრი
ადამიანისთვის, ალბათ, უცნობია. თუმცა გასაკვირი არაა,
რადგან ბაგრატიონ-გრუზინსკი საბჭოთა რეჟიმს ვერ ეგუებოდა,
თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდა და მისი
შემოქმედებაც, ძირითადად, პატრიოტული შინაარსის იყო.
ასეთებს კი საბჭოთა რეჟიმის დროს ან ხვრეტდნენ, ან
გადასახლებაში უშვებდნენ, ან კიდევ, როგორც შეურაცხადებს,
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ათავსებდნენ. ამიტომაც, 25
წლის პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი 1945 წლის 27 მარტს თავის
თანამოაზრეებთან _ შალვა მჭედლიშვილთან, მარი
აბრამიშვილთან, ლიზა აღნიაშვილსა და თამარ შანშიაშვილთან
ერთად დააპატიმრეს. საბრალდებო დასკვნაში ეწერა:
ანტისაბჭოთა განწყობილების ახალგაზრდა პოეტები
ლიტერატურულ სალონში გაერთიანდნენ, ხელნაწერ ჟურნალს
გამოსცემდნენ, ანტისაბჭოთა ლექსებს ავრცელებდნენ,
თავისუფალ საქართველოზე ოცნებობდნენ და მონარქიული
წყობის აღდგენას ფიქრობდნენ.
პეტრე გრუზინსკის 1945 წლის 18 ივნისს 7 წლით თავისუფლების
აღკვეთა მიესაჯა. სულ მალე სურათი შეიცვალა და
გამოსაკვლევად ფსიქიატრიულ ინსტიტუტში გადაიყვანეს.
დაიწერა დასკვნა, რომლის მიხედვითაც: `პეტრე გრუზინსკი,
შრომით უუნარო და სულიერად დაავადებულია. ნერვული
დეპრესიის ფონზე რამდენჯერმე ჰქონდა თვითმკვლელობის
მცდელობა, რის გამოც მას სჭირდება ფსიქიატრიული
საავადმყოფოს სტაციონარში გადაყვანა და მკურნალობა“.