GEO / ENG

წითელი ტერორი

პოლიტიკური რეპრესიები მთელი სისასტიკით შეეხო თვით ქართველ ბოლშევიკებს – ხელმძღვანელ პარტიულ და სამეურნეო მუშაკებს: მიხეილ კახიანს, მამია და მარიამ ორახელაშვილს, ლევან ღოღობერიძეს, ბუდუ მდივანს (პრ.-35526), მიხეილ ოკუჯავას, სამსონ მამულიას, ლავრენტი ქართველიშვილს, ლევან ღოღობერიძეს...

"სოციალიზმის" კარიბჭესთან მდგარი ქვეყანა საყოველთაო ბოროტებამ, მტრობამ, ურთიერთანგარიშსწორებამ და განუკითხავმა ხოცვა-ჟლეტვამ მოიცვა. რეპრესირებულთა ბედს ოპერატიულად წყვეტდნენ `სამეულები~ და არ ინდობდნენ მათი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, ბავშვებს, მოხუცებს... ოჯახებს უწიოკებდნენ, საზოგადოებიდან კვეთდნენ, ართმევდნენ საცხოვრებელ ბინებს.

რეპრესიების მსხვერპლნი გახდნენ ქართული ინტელიგენციის წარმომადგენლები: მიხეილ ჯავახიშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერინ გაფრინდაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ევგენი მიქელაძე, სანდრო ახმეტელი, ნიკოლოზ შენგელია, დავით რონდელი, გრიგოლ წერეთელი, ბიძინა რამიშვილი; პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა მწერალთა კავშირის შენობაში, ივანე ჯავახიშვილი უნივერსიტეტიდან გააძევეს, გრიგოლ რობაქიძე საზღვარგარეთ გაიქცა...

რეპრესიები ფართოდ გამოიყენებოდა პოლიტიკური პარტიებისა და პატრიოტული ძალების გასანადგურებლად.

1935-1938 წწ. ქვეყანა საყოველთაო შიშმა და უნდობლობამ მოიცვა...

1938 წ. ნოემბერ-დეკემბერში მასობრივი რეპრესიები შეჩერდა, მაგრამ არ შეწყვეტილა, რაზეც გავლენა მოახდინა საომარმა სამზადისმა.