GEO / ENG
"საარქივო მოამბე" #1 - 01.04.2008   
foto hereშინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველომ გამოსცა ორენოვანი, კვარტალური ჟურნალი `საარქივო მოამბე~, რომელიც საარქივო მასალებზე გახლავთ აგებული. ჩვენი მიზანი არქივში დაცული საქმეების საჯაროდ გამოტანა და საზოგადოებისთვის საინტერესო სახითYმიწოდებაა. ჟურნალი ფარდას ხდის ისეთ საქმეებს, რომლებიც ათწლეუბლობის განმავლობაში ტაბუირებული იყო.
`საარქივო მოამბის~ პირველი ნომრის პრეზენტაცია 1 მაისს ოკუპაციის მუზეუმში გაიმართა. ჟურნალის პრეზენტაციას შინაგან საქმეთა მინისტრი, ივანე მერაბიშვილი, პოლიტიკოსები, ისტორიკოსები, უცხოელი მკვლევარები და საზოგადო მოაღვაწეები ესწრებოდნენ.Y
`საარქივო მოამბის~ პირველ ნომერში გამოქვეყნებულია სტატიები: `მასობრივად დახურული ეკლესია-მონასტრები და ქუჩებში გამოყრილ ბერ-მონაზვნები~, კოტე აფხაზი: `ჩემი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს~, `სანდრო ახმეტელის საქმე~, `ვინ იყო ქალი, რომელმაც ბერია დააჩოქა~... ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი ხელაიას წერილი და სტალინის დედის მოგონებანი...
 
"საარქივო მოამბე" #2 - 22.08.2008      
foto here `საარქივო მოამბის~ მეორე ნომერის პრეზენტაცია 23 ივლისს საქართველოს პარლამენტში გაიმართა. `საარქივო მოამბე~ კიდევ უფრო მრავალფეროვანია ვიზუალურად და დატვირთული შინაარსობრივად. ჟურნალის წამყვანი სტატიები აფხაზეთის თემატიკას ეხება, რომლებიც ფაქტებით მოგვითხრობენ თუ როგორ ღვივდებოდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მარცვალი, როგორ იძაბებოდა სიტუაცია და როგორ მოვედით ამ მდგომარეობამდე. ჟურნალის ახალ ნომერში ასევე იხილავთ ჩვენი უცხოელი კონსულტანტის ტიმოთი ბლაუველთის სტატიას 1956 წლის მარტის მოვლენებთან დაკავშირებით და მუდმივი რუბრიკების გაგრძელებას. `საარქივო მოამბის~ პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები, პარლამენტარები და აფხაზური ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
 
"საარქივო მოამბე" #3 - 22.12.2008     
foto hereგამოიცა ჟურნალ `საარქივო მოამბის~ მესამე ნომერი და მისივე დამატება `ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან (1937წ)~. გარდა ამისა საარქივო სამმართველომ გადაიღო მხატვრულ-დოკუმენტუტრი ფილმი `საქმე #171, გინდიას საქმე~, რომელიც `საარქივო მოამბეში~ გამოქვეყნებული სტატიის `როგორ ღვივდებოდა ქართულ-აფხაზური დაპირისპირების მარცვალის~ მიხედვითაა მომზადებული. ფილმში ასახულია გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში განვითარებული მოვლენები. `საარქივო მოამბის~, ჟურნალის დამატებისა და მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია 2008 წლის 22 დეკემბერს, 14:00 კინოთეატრ `ამირანში~ გაიმართა.
`სარქივო მოამბის~ მესამე ნომერში იხილავთ სტატიებს: `საქართველო-რუსეთის ომი და რუსის ჩექმის ნაკვალევი~, `ოსთა ჩამოსახლება ქართულ მიწა-წყალზე~, `რუსული ოკუპაცია~, `მოგონებანი ილია ჭავჭავაძეზე~ და კიდევ ბევრ საინტერესო და ექსკლუზიურ წრილსა თუ დოკუმენტს.
 
"საარქივო მოამბე" #3_ის დამატება - 22.12.2008
foto here`საარქივო მოამბის~ მესამე ნომრის დამატება `ლავრენტი ბერიას მიმოწერა იოსებ სტალინთან (1937წ)~ ექსკლუზიოურობით გამოირჩევა. დამატებაში ჩადებულია წერილები, რომლებიც ლავრენტი ბერიას მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს და მის პიროვნებასაც განსხვავებული კუთხით წარმოაჩენს.
 
"საარქივო მოამბე" #4 - 04.01.2009     
foto here`საარქივო მოამბის~ მეოთხე ნომერი განსაკუთრებით მრავალფეროვანია თემატურად და რაც მთავარია, ექსკლუზიური მასალების სიმრავლით გამოირჩევა. ახალ ნომერში გთავაზობთ დოკუმენტურ მასალას, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის კალისტრატეს მოღვაწეობას წარმოაჩენს რუსეთის ეკლესიის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის შემდგომ პერიოდში. ამ ნომერში ასევე წარმოდგენილია 37 წლის რეპრესიებს შეწირული ქართველი მწერლების ჩვენებები, სტატია ქართველ დისიდენტთა მოძრაობის შესახებ, რუსი ჯარისკაცის მემუარები, ხოლო რუბრიკა `გმირები~ ეთმობა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ერთ-ერთ შეფიცულს, მიხეილ ლაშქარაშვილს, რუბრიკა თულნი კი ივანე კრაწაშვილის დაჯგუფების შესახებ მოგვითხრობს.
 
"საარქივო მოამბე" #5 - 04.04.2009       
foto here გამოიცა ჟურნალ `საარქივო მოამბის` მეხუთე ნომერი. ახალი ნომერი კვლავაც დატვირთულია თემატურად და ექსკლუზიურობითაც გამოირჩევა. ჟურნალში წარმოდგენილია სტატიები აფხაზეთის თემაზე, იმაზე თუ რა მდგომარეობაში აგდებდა რუსული ჯარი აფხაზურ მოსახლეობას, როგორ ახორციელებდა რუსეთი კოლონიურ პოლიტიკას აფხაზეთში... ასევე გთავაზობთ სტატიებს სათაურით - `შოვინიზმი რუსულად~, `მესამე დასელნი~, `საბჭოთა საგარეოპოლიტიკური პროპაგანდის ტრადიციები~... რუბრიკა `გმირები~ სპირიდონ კედიას მოღვაწეობას წარმოაჩენს, ხოლო რუბრიკა `თულნი~ დარიაშვილ-გოჩიტაშვილის დაჯგუფებაზე მოგვითხრობს. `საარქივო მოამბეში~ ექსკლუზიურად იბეჭდება კონსტანტინე გამსახურდიას წერილი, რომელიც კანდიდ ჩარკვიანის სახელზეა გაგზავნილი და ვფიქრობთ, მკითხველი ბევრ საინტერსო პასაჟს აღმოაჩენს.
 
"საარქივო მოამბე"   სპეცგამოშვება - 19.09.2009   
foto here
შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან, საქართველო პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებით კომისიასთან და აფხაზეთის მთავრობასთან ერთად 27 სექტემბერს ქალაქ ზუგდიდში, კინოთეატრ "ატრიუმში" გეგმავს ღონისძიებას "კედლის გარეშე".
გაიმართება ჟურნალ "საარქივო მოამბის" სპეც ნომრის პრეზენტაცია, რომელიც მთლიანად აფხაზეთის თემას ეძღვნება (პსეცნომერი სამენოვანია – ქართულ, ინგლისურ, აფხაზური) და ფილმის - `გინდიას საქმის~ ჩვენება აფხაზური ტიტრებით. კინოთეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთის ომისა და 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ბანერებიც გამოიფინება. საზოგადოებას ასევე საშუალება ექნება, საქართველოს ოკუპაციის ამსახველი დოკუმენტური მასალ იხილოს.
ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები, უცხოელი ექსპერტები, ისტორიკოსები, მეცნიერები და რეგიონში აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები დაესწრებიან. ღონისძიების მიზანი ქართველ-აფხაზ ხალხს შორის არსებული კედლის გარღვევა გახლავთ.
 
"საარქივო მოამბე" #7 - 04.10.2009       
foto here
'საარქივო მოამბის' ახალი ნომრის ხილვა უკვე შეუძლია ჩვენს მკითხველს. ჟურნალის წამყვანი თემა ოსეთი გახლავთ. ბევრ საინტერსო და გაუხმაურებელ ინფორმაციასთან ერთად ჩვენი ჟურნალის მეშვეობით საზოგადოებისთივ ცნობილი გახდება - რატომ არ შეიძლებოდა ე.წ. სამხრეთ-ოსეთის ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულად გამოყოფა, როგორ ითითხნებოდა სიცრუე და რუსეთი როგორ კვებავდა ამ სიცრუით ათწლეულების განმავლობაში 'სამხრეთ-ოსეთის' მოსახლეობას... `საარქივო მოამბე~ ასევე გიამბობთ, თუ რა ამბები დაატრიალა 'ბრიგინ-ბრიგინით' მოსულმა საბჭოთა ხელისუფლებამ~, როგორ დახვრიტეს არქიმანდრიტი პიმენ დაშნიანი და ვაჟა ფშაველას ვაჟი, ლევან რაზიკაშვილი, როგორ გაატარებინეს 22 წელი გადასახლებაში მწერალ ლევან გოთუას, როგორ სწავლობდა იოსებ ჯუღაშვილი სასულიერო სემინარიაში. ტრადიციული რუბრიკა `თულნი~ ამჯერად ვასილ კასრაძის დაჯგუფების შესახებ მოგვითხობს. ყველა სტატია დოკუმენტური მასალით გახლავთ გამდიდრებული და ვიმედოვნებთ, `საარქივო მოამბის~ მეშვიდე ნომერი მკითხველისთვის საინტერსო იქნება.
 
"საარქივო მოამბე" #8 - 04.01.2010   
foto here
'საარქიოვო მოამბის' ერთგულ მკითხველს სულ მალე შეეძლება, იხილოს ჟურნალის მერვე ნომერი, რომელიც საეკლესიო თემატიკას შეეხება და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით გამოდის. ჟურნალის ახალ ნომერში საქართველოს პატრიარქების ბიოგრაფიებთან ერთად ბევრ საინტერესო სტატიას იხილავთ: როგორ დაიხურა ერთ წელიწადში საქართველოში 1212 ეკლესია; როგორ ეწეოდა ბოლშევიკური ხელისუფლება რაჭაში ანტისარწმუნოებრივ კამპანიას; როგორ და რა ხერხებით მიმდინარეობდა ბრძოლა ქართული ეკლესიის წინააღმდეგ; როგორ იქმნებოდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მებრძოლ უღმერთოთა კავშირები; როგორ იდევნებოდნენ ეკლესიებიდან ბერ-მონაზვნები და როგორ იკრიჭებოდნენ ბერები. გარდა ამისა, წარმოგიდგენთ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ კალისტრატეს წერილებს და ასევე გაიგებთ, თუ რას წერდა ამბროსი ხელაიას ცნობილი მემორანდუმის საპასუხოდ ლავრენტი ბერია...
 
"საარქივო მოამბე" #9 - 01.07.2010   
foto here
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველომ ჟურნალ 'საარქივო მოამბის' მეცხრე ნომრის პრეზენტაცია და არქივში დაცული უნიკალური ფოტოების გამოფენა მოაწყო. ჟურნალის ახალი ნომერი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეხება _ მოყოლებული XX საუკუნის ოციანი წლებიდან 1989 წლის 9 აპრილის ჩათვლით. გამოფენაზე წარმოდგენილ ფოტოებში კი საუკუნოვანი `წითელი ისტორია~ გახლდათ ასახული. პრეზენტაციასა და გამოფენას ქართველი და უცხოელი მკვლევარები, მეცნიერები, სხვადასხვა ქვეყნების არქივის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
 
"საარქივო მოამბე" #10 - 01.12.2010   
foto here
ეპოქა, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო ჟურნალ `საარქივო მოამბის~ შემდეგი ნომერი ქართველ მწერლებსა და მწერლობას ეხება. ვეცადეთ, გვეჩვენებინა ეპოქა, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო. აქ პირველად გაეცნობით თუ როგორ და რატომ თარგმნის რუსულად სტალინი `ვეფხისტყაოსანს~ 1939-40წწ, რატომ და როგორ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდგომ ქართულ ინტელიგენციაში. შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველის ჩვენებით თქვენ გაიგებთ, როგორ რა მექანიზმით მუშაობდა საბჭოთა მანქანა პიროვნების წინააღმდეგ და როგორ ხდებოდა ადამიანების ფიზიკურად და მორალურად განადგურება. როგორ ,,რეცხავდნენ, ქართული ინტელიგენციის გონებიდან ყოველგავრ პატრიოტულ კრეატივს, როგორ ნერგავდნენ მიაზნმიმართულად ნიჰილიზმს, ადამიანებს შორის შიშსა და უნდობლობას, როგორ მიიყვანეს პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე, ხოლო ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ნიკოლო მიწიშვილი როგორ დახვრიტეს. როგორ შერაცხეს გიჟად პეტრე გრუზინსკი. როგორ დაუწუნეს გალაქტიონს ლექსები... `ლიდია გასვიანის საქმით~ ჟურნალში ,,ჩაშვების” მთელი სქემაა წარმოდგენილი. ამ სტატიების გარდა `საარქივო მოამბე~ უნიკალურ დოკუმენტებს პირველად ბეჭდავს. ჩვენი მიზანია გავეცნოთ ეპოქას რომელიც გრიფით საიდუმლო იყო!