GEO / ENG
2006 წლის 26 მაისს თბილისში გაიხსნა “საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი”. მუზეუმი ასახავს საქართველოს უახლესი ისტორიის სამოცდაათ წელს.

1921–1991 წწ. ეს არის პერიოდი საქრთველოს მიერ 1918 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობიდან და 1921 წელს ევროპის სახლემწიფოების მიერ იურიდიულად მისი ცნობიდან, 1991 წელს აღდგენილ და ხელახლა მიღებულ დამოუკიდებლობის დეკლარაციამდე.

საგამოფენო სივრცე გაყოფილია პირობითად სამ ნაწილად. პირველ ნაწილს წარმოადგენს დარბაზი, რომელიც მთავარ დარბაზთან შედარებით მცირე ზომისაა და ძირითადად საერთო განწყობის განმსაზღვრელად მოიაზრება. XX საუკუნის ქართული ტრაგედიის ასახვისას, მის სიმბოლოდ ამ დარბაზში წარმოდგენილი ერთი ექსპონატიც მეტყველებს. აქ ექსპონირებულია შორაპნის ტრაგედიის ამსახველი მატარებლის სატვირთო ვაგონი.

ცენტრალური სივრცის უკვე არსებულ არქიტექტურულ სპეციფიკას (იგულისხმება ანტერსოლი) მიესადაგება საექსპოზიციო განშლაც. ანტრესოლზე წარმოდგენილია ამ პერიოდის ამსახველი მასალა, რომელიც მოიცავს როგორც ოფიციალურ დოკუმენტებს, ასევე პერიოდიკას. Aდოკუმენტური მასალის ამგვარი მკაცრი სახით წარმოდგენა ერთგვარ კონტარსტს ქმნის ექსპოზიციის ძირითად სანახაობრივ ნაწილთან, რომელც მთავარი დარბაზის ქვედა განყოფილებაშია განლაგებული. აქ წარმოდგენილი ნივთები და ობიექტები ათწლეულთა მიხედვით ასახავენ XX საუკუნეს.

ექსპოზიციის მეტი გამომსახველობისათვის გამოყენებულია თანამედროვე ტექნოლოგიები და საექსპოზიციო გამოცდილება. დარბაზი აღჭურვილია მონიტორებით და მასთან დაკავშირებული ვიზუალური და აუდიო ეფექტებით.

მუზეუმის დაარსება ჩვენი ქვეყნისათვის მრავალმხრივ მნიშვნელოვანია. უპირველეს ყოვლისა, პირველად ითქვა სიმართლე საქართველოს უახლესი ისტორიის შესახებ. მით უფრო რომ ცალკეული მოვლენები, რომლებიც ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის დაკარგვიდან დაიწყო, არ დასრულებულა. გარდა ამისა, მუზეუმის გახსნამ ქართული საზოგადოებისათვის მრავალ უცნობ დეტალს მოჰფინა შუქი. იმთავითვე იგულისხმებოდა მუზეუმის საგანმანათლებლო დატვირთვა, რაც მის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის.

მუზეუმს მასალები მიაწოდა მრავალმა ორაგნიზაციამ და ასევე რეპრესირებულთა ოჯახებმა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომლის დაქვემდებარებაში მყოფმა ყოფილმა უშიშროების სახელმწიფო არქივმა მუზეუმს აქამდე უცნობი და მეტდ მნიშვნელოვანი მასალა მიაწოდა. არსებობის მოკლე დროის მიუხედავად მუზეუმს მრავალი დამთვარიელებელი ჰყავს.


საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმის
დირექტორი     დ. ცხადაძე