GEO / ENG
საკანონმდებლო სიახლე
დატყვევებული გონი(ერი)
საქმე #171. გინდიას საქმე
მძიმე არქივი
ხანდაზმულობის ვადის გარეშე
დაგვიანებული წერილი აშშ პრეზიდენტს
ხევსურების მიმართვა აშშ-ს პრეზიდენტისადმი, რომელიც 70 წლის დაგვიანებით მიუვიდა ადრესატს.
ვინ არიან “თურქი მესხები”?
ხრუშჩოვი უნდა მოკვდეს
დაგეგმილი და განუხორციელებელი ტერორისტული აქტი-რას უქადდა იგი საქართველოს და ვის სურდა ხრუშჩოვის ლიკვიდაცია?
სამეულის სხდომის ოქმები
ტელე-ვიდეო ქრონიკა
თომა ჩაგელიშვილი     
P.S (”რუსთავი2”)   
”საზ მაუწყებელი”      
შსს პრეს-ცენტრი  
ტელეკომპანია ”მზე”   
ტელეკომპანია ”იმედი”  
ტელეკომპანია ”ერთსულოვნება” 
ტკ. "Первый Кавказский"
სანკტ - პეტერბურგი TV5 
პერსონალიები
               
 
"საარქივო მოამბე"
"რუსული ხაფანგი"
მალე
იპოვე შენი წინაპარი
წითელი ისტორია
 
სიახლე
ჭიათურის მანგანუმის ქარხნის სარეჟიმო დოკუმენტაციისა და მობილიზაციის განყოფილებამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს, უნიკალური დოკუმენტები გადასცა. გრიფით საიდუმლო მასალა 20-იანი წლებიდან 90-იან წლებამდე ქარხანაში მიმდინარე მოვლენებს აღწერს.
24.05.2011
 
25 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველომ, აჭარის რეგიონში ოკუპაციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული, ბათუმის უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნა. ფოტო-გამოფენაზე ,,წითელი ისტორია და აჭარა”, ის საიდუმლო დოკუმენტები გამოიფინა, რომელიც ერთი საუკუნის განმავლობაში გრიფით საიდუმლო იყო. ღონისძიებას სხვადასხვა თაობის და პროფესიის წარმომადგენლები დაესწრნენ, დამსწრე საზოგადოებამ ასევე იხილა საარქივო სამმართველოს მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი ,,დატყვევებული გონი(ერი), რომელიც თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორსა და პრორექტორს, შალვა ნუცუბიძეს მიეძღვნა.
29.03.2011
 
25 მარტს, საქართველოს საპატრიარქოში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა. ფილმი ,,გოლგოთის გზა", რომელიც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს მიეძღვნა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მომზადდა. მასში გამოყენებულია უნიკალური დოკუმენტური კადრები ფილმიდან “სურამის ციხე”, რომელიც 1922 წელს, რეჟისორმა პერესტიანმა გადაიღო. ფილმის ერთ-ერთ ეპიზოდში მოტყუებითაა გადაღებული იმ პერიოდის წმინდა სინოდი.
28.03.2011
 
4 მარტს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთის 90 წლიანი ოკუპაციის ისტორია გაიხსენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო დოკუმენტებზე აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაცია ,,აიცინხარა,, - ერთი მიწის შვილები მუშაობდნენ. მათი მიზანია, საზოგადოებამ და კერძოდ აფხაზებმა რეალური ისტორია იცოდნენ. არქივიდან წარმოდგენილი იყო ოკუპაციის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალები. საღამოს ცნობილი ისტორიკოსები, პოლიტიკოსები, ექსპერტები, მეცნიერები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
09.03.2011
 
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქალაქ ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება და შინაგან საქმეთა სამინისტრო, საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საარქივო სამმართველო საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი სესეების კონკურსი. ჩატარების დრო: 17 თებერვალი... >>>
19.02.2011
 
უშიშროების არქივში დაცული დოკუმენტების საფუძველძე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში 8 თებერვალს საიუბილეო ღონისძიება გაიმართა.  
18.02.2011
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში მომზადდა დოკუმენტური ფილმი შალვა ნუცუბიძის შესახებ, სახელწოდებით _ 'დატყვევებული გონი(ერი)'. ფილმი მოგვითხრობს, თუ როგორ გახდა შალვა ნუცუბიძე რეპრესიების მსხვერპლი, როგორ დაავალა მას სტალინმა ვეფხისტყაოსნის რუსულად გადათარგმნა და რა პირობებში მოუწია მეცნიერს პოემაზე მუშაობა. ფილმში საზოგადოებისთვის ბევრი უცნობი ფაქტი და უნიკალური, განსაიდუმლოებული დოკუმენტია წარმოდგენლი.  
09.02.2011
 
8 თებერვალს ივანე ჯავახიშვილი თბილისის სახელმწოფო უნივერსიტეტში შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტისა და უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება გაიმართება. ღონისძიება უნივერსიტეტის დაარსების დღეს ეძღვნება. მასზე წარდგენილი იქნება ჟურნალ `საარქივო მოამბის~ მეათე ნომერი, ფილმი `დატყვევებული გონი(ერი)~ და ფოტო-დოკუმენტური გამოფენა სახელწოდებით _ "წითელი ისტორია" და რეპრესირებული პროფესორები~.
"საარქივო მოამბის" ახალი ნომერი ქართულ მწერლობასა და რეპრესირებულ მწერლებს ეხება; ფილმი `დატყვევებული გონი(ერი)~ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული საქმეების მიხედვით შალვა ნუცუბიძის მიერ, `ვეფხისტყაოსნის~ რუსულ ენაზე თარგმნის ისტორიასა და პოემის მსოფლმხედველობის შექმნას მოგვითხრობს; ხოლო ფოტოგამოფენით გასული საუკუნის უნიკალური და ჯერაც უცნობი ფოტო და დოკუმენტურ მასალა იქნება წარმოდგენილი. ფოტოგამოფენა უნივერსიტეტის II კორპუსში ერთი კვირა გაგრძელდება.
01.02.2011
 
ჟურნალ `საარქივო მოამბის~ შემდეგი ნომერი ქართველ მწერლებსა და მწერლობას ეხება. ვეცადეთ, გვეჩვენებინა ეპოქა, რომელიც გრიფით საიდუმლო იყო. აქ პირველად გაეცნობით თუ როგორ და რატომ თარგმნის რუსულად სტალინი `ვეფხისტყაოსანს~ 1939-40წწ, რატომ და როგორ დაიწყო რეპრესიები ლავრენტი ბერიას საანგარიშო სიტყვის შემდგომ ქართულ ინტელიგენციაში. შინსახკომის შიდა ციხის ზედამხედველის ჩვენებით თქვენ გაიგებთ, როგორ რა მექანიზმით მუშაობდა საბჭოთა მანქანა პიროვნების წინააღმდეგ და როგორ ხდებოდა ადამიანების ფიზიკურად და მორალურად განადგურება. როგორ ,,რეცხავდნენ, ქართული ინტელიგენციის გონებიდან ყოველგავრ პატრიოტულ კრეატივს, როგორ ნერგავდნენ მიაზნმიმართულად ნიჰილიზმს, ადამიანებს შორის შიშსა და უნდობლობას, როგორ მიიყვანეს პაოლო იაშვილი თვითმკვლელობამდე, ხოლო ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი და ნიკოლო მიწიშვილი როგორ დახვრიტეს. როგორ შერაცხეს გიჟად პეტრე გრუზინსკი. როგორ დაუწუნეს გალაქტიონს ლექსები...`ლიდია გასვიანის საქმით~ ჟურნალში ,,ჩაშვების” მთელი სქემაა წარმოდგენილი. ამ სტატიების გარდა `საარქივო მოამბე~ უნიკალურ დოკუმენტებს პირველად ბეჭდავს.ჩვენი მიზანია გავეცნოთ ეპოქას რომელიც გრიფით საიდუმლო იყო!
21.12.2010
 
მალე ჟურნალ `საარქივო მოამბის~ მეცხრე ნომერი დაიბეჭდება. ნომერი მთლიანად დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეხება _ მოყოლებული მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან 1989 წლის 9 აპრილის ჩათვლით. იხილავთ 1924 წლის აჯანყების ამსახველ სტატიებს: როგორ მზადდებოდა აჯანყება, როგორ უსწორდებოდნენ ამ აჯანყების ორგანიზატორებს, როგორ მიდიოდა მათი სასამართლო პროცესი და რა იყო აჯანყებების წარუმატებლობის მიზეზი.
მოგითხრობთ, სიმონ ბაგრატიონისა და იასონ კერესელიძის გმირობის ისტორიებს. გაეცნობით, მენშევიკური პარტიის მიმართვას 26 მაისი მნიშვნელობაზე. ახალ ნომერში ასევე იხილავთ, 9 მარტისა და 9 აპრილის დაშიფრულ უნიკალურ დეპეშებს, რომლებიც თბილისიდან მოსკოვში იგზავნებოდა და იბეჭდება პირველად. გარდა ამისა, ჟურნალში ბევრი განარქივებული დოკუმენტი დაიბეჭდება.
25.06.2010
 
კერძო იტალიური სკოლა ,,ცისკარი” პირველი საპილოტო სასწავლებელია თბილისში, სადაც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კაბინეტი შ.ს.ს-ს, თავდაცვისა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაიხსნა. ამავე პროექტის თანახმად, მაღალი კლასის მოსწავლეები, როგორც საკითხავ ლიტერატურას, საარქივო სამმართველოს ჟურნალ ,,საარქივო მოამბეს” გაეცნობიან. ამ ჟურნალის საშუალებით მოსწავლეები მე-20 საუკუნის უახლესი ისტორიის რეალურ ფაქტებს შეიტყობენ.  
04.06.2010
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს ესტონეთის ელჩი საქართველოში ბატონი ტომას ლუკი, სამხრეთ კავკასიაში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ხელმძღვანელი ქალბატონი ირის კემპე, ციურიჰ ცაიტუნგის კორესპონდენტი ბატონი მარკუს აკერეტი და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ესტონეთის ელჩის ინტერესს ჩვენს ქვეყანაში გახსნილი არქივი და კონკრეტულად საბჭოთა პერიოდის ისტორიის სწორი კუთხით პროპაგანდა წარმოადგენს.  
21.05.2010
 
წმინდა სამების საკათედრო ტაძარში 20 აპრილს ჟურნალ `საარქივო მოამბის~ მერვე ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალი საეკლესიო თემატიკის გახლდათ და ამიტომაც პრეზენტაციაში მონაწილეობას ისტორიკოსებთან, პოლიტოლოგებთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად მეუფეები იღებდნენ. პრეზენტაციამ მედიისა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტის საარქივო სამმართველოში `საარქივო მოამბის~ პრეზენტაციის ამსახველი ფილმიც მომზადდა... >>>  
18.04.2010
 
შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველო ახალი პროექტების განხორციელებას იწყებს. საგანმანათლებო შინაარსის, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო ერთობლივი პროექტები ახალი წიგნების, ფილმების თუ უმაღლესი სასწავლებლების სწავლებაში სიახლის დანერგვასთან ერთად საარქივო საქმის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. >>>  
02.04.2010
 
29 მარტიდან პროექტ "იპოვე შენი წინაპარის" ფოტოები და წერილები პერიოდულად დაიბეჭდება გაზეთ "პრაიმტაიმში".
22.03.2010
 
 
 
ეპოქები  
 
საქართველოს ოკუპაცია (1918-1921 წწ.)
1921 წლის იანვარში საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვეტილება მიიღო ძალის გამოყენებით საქართველოს დაპყრობის შესახებ. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ... >>>
აჯანყებათა პირველი ტალღა-სვანეთი, რაჭა, ქართლი, ფშავ-ხევსურეთი... (1921-1922 წწ.)
1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამოუკიდებელ საბჭოთა რესპუბლიკად საქართველოს გამოცხადებას, რაც ფაქტობრივად ქვეყნის ოკუპაციას ... >>>
"დამკომი" და დიდი აჯანყება (1924 წ.)
1924 წელს რეპრესიების პიკი იყო. ამ პერიოდში ბოლშევიკურმა შურისძიებამ ყველანაირ ზღვარს გადააბიჯა... მაგრამ რეპრესიების გაძლიერებამ ვერ გატეხა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ... >>>
ნაძალადევი კოლექტივიზაცია (1930-1935 წწ.)
20-იანი წლების მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში ეკონომიკის განვითარების უმთავრეს მიმართულებად მრეწველობის ინდუსტრიალიზაცია და სოფლის მეურნეობის კოლექტივიზაცია იქცა. >>>
წითელი ტერორი (1936-1937-1938 წწ.)
პოლიტიკური რეპრესიები მთელი სისასტიკით შეეხო თვით ქართველ ბოლშევიკებს – ხელმძღვანელ პარტიულ და სამეურნეო მუშაკებს ... >>>     
იდეოლოგიური რეპრესიები (1941-1952)
მე-2 მსოფლიო ომის დაწყებისთანავე სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისიისა და საბჭოთა კავშირის პროკურატურის ერთობლივი დირექტივით შეწყდა ციხეებიდან და კოლონიებიდან სასჯელმოხდილი პატიმრების გათავისუფლება ... >>>
ისევ რეპრესიები და "მეგრელთა საქმე" (1952 წ.)
1951 წლის ბოლოს მომზადდა ინტელიგენციის "არაკეთილსაიმედოობის" მოტივით მასობრივი გადასახლება საქართველოდან ყაზახეთსა და შუა აზიაში ... >>> 
სისხლიანი ფურცლები - 1956 წლის 26 მარტი (1956 წ.)
XX ყრილობაზე პიროვნების კულტის მავნე შედეგების თაობაზე ნ. ხრუშჩოვის მოხსენება პრესაში არ გამოქვეყნებულა. მოხსენება სტალინის მოღვაწეობის კრიტიკას წარმოადგენდა. ... >>>
წინააღმდეგობის აღორძინება (1970-1989 წწ.)
1965-1985 წლები საბჭოთა კავშირის ისტორიაში "უძრაობის" პერიოდადაა მოხსენიებული. სახელმწიფო, რომელიც გეგმების "წარმატებით" შესრულებაზე იყო მხოლოდ ორიენტირებული ...>>>
ცხინვალის რეგიონი-აფხაზეთი (1991-1993 წწ.) 
ვარდების რევოლუცია (2003 წ.) 
 
 
გაცოცხლებული წარსული
 
 
 
გორგასლიანი
1953 წელს, სტალინის სიკვდილის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ნიკიტა ხრუშჩოვმა ლავრენტი ბერია ჩამოიცილა... >>>
თვითმფრინავის გამტაცებლები
ბრაზინსკასები
1970 წლის 15 ოქტომბერს 13:35 სთ-ზე (ადგილ. დროით) ბათუმის აეროპორტიდან სამგზავრო თვითმფრინავი AH-24 46 მგზავრით ... >>>
ჯინსების თაობა
1983 წლის 17 ნოემბერს რესტორან "ქალაქურში" ახალგაზრდები გერმანე (გეგა) კობახიძისა და თინათინ ფეტვიაშვილის დაქორწინებას ზეიმობდნენ. წვეულებას ესწრებოდა თბილისის ... >>> 
 
"განარქივებული საქმე"
ყოველ ორშაბათს
გოლგოთის გზა
" წითელი" პოლიტელიტა
რუსეთის სამეფო განძი
რუსეთის სამეფო განძი კავკასიის მთებში ყოფილა ჩამარხული
ორგანიზაცია ”თამარა”
გიორგი მამულია (პარიზი)
ოკუპაციის მუზეუმი
ვინ მოკლა ილია?
გიგლა ბერბიჭაშვილი მკვლელი თუ თვითმარქვია?
თულნი
ქართული ემიგრაცია
 Copyright 2006 All rights reserved