GEO / ENG
“საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების მოქალაქეთა, საჯარო თუ კერძო სამართლის იურიდიულ პირთა წერილობითი მომართვების განხილვა და მათზე რეაგირება შსს საარქივო სამმართველოში ხორციელდება საქართველოს მიმდინარე კანონმდებლობასა და შს სამინისტროს ნორმატიულ აქტებთან სრულ შესაბამისობაში”
შსს საარქივო სამმართველო აწარმოებს:

- მოქალაქეთა მიღებასა და მათთან გასაუბრებას;
- საარქივო ცნობების, ინფორმაციების, ამონაწერების, დამოწმებული ასლების გაცემას;
- საარქივო მასალების (დოკუმენტების) გაცნობის უზრუნველყოფას.
I. საარქივო ცნობები

საკანონმდებლო სიახლე რეპრესიების მსხვერპლთათვის

"საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ფულადი კომპენსაციის მიღების შესახებ სარჩელით თბილისის საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს:რეპრესირებულმა პირმა, მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ ან მისმა წარმომადგენელმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველო ახორციელებს შემდეგი ცნობების გაცემას:

1.ნასამართლეობა 1921წ. 25 თებერვალი-1991წ. 9 აპრილი
2.გადასახლება (გასახლება).
3.სპეცგადასახლება.
4.ტყვედნამყოფობა („საფილტრაციო“ შემოწმება)
5.რეაბილიტაცია

მოქალაქემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი საბუთი და რეპრესირებულთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი: დაბადების მოწმობა, გარდაცვალების მოწმობა, ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ან სასამართლოს გადაწყვეტილება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის თაობაზე (ნათესაური კავშირის).

საარქივო სამმართველო მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველასქ. N72, შსს ადმინისტრაციული კორპ. N2, (ე.წ., „მოდულის“ შენობა), მოქალაქეთა მისაღები.
მიღების დღეები: ყოველდღე; შაბათ-კვირის გარდა
მიღების საათები: 11.00-დან 13.00-სთ-მდე.
ტელ: (+995 32) 41-26-25, 41-22-90, 41-24-13





II. ამონაწერები და დამოწმებული ასლები

2.1. საარქივო მასალები (დოკუმენტები);

საარქივო მასალებიდან (სისხლის სამართლის საქმეები, ოქმები, ნორმატიული დოკუმენტები, აქტები და სხვ.) განჩინებების, განაჩენების, დადგენილებების, გადაწყვეტილებების, კანონების, ბრძანებულებების, განკარგულებების, მითითებებისა და სხვ. დოკუმენტაციების დამოწმებული ასლების მომზადება და გაცემა.

2.2. ყოფილ თანამშრომელთა ნამსახურობა.

ყოფილ თანამშრომელთა საარქივო პირადი საქმეებიდან ნამსახურობის ნუსხათა დამოწმებული ასლების მომზადება, აგრეთვე სამხედრო ბილეთებისა და შრომის წიგნაკების შესაბამისი წესით გაცემა; საპენსიო საქმეებთან დაკავშირებული მომართვების შესრულება.
საარქივო სამმართველო მოქალაქეთა მიღებას აწარმოებს შემდეგ მისამართებზე:

1. ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას ქ. N72, შსს კორპ. N2, (ე.წ., „მოდულის“ შენობა),
მოქალაქეთა მისაღები ოთახი.
მიღების დღეები: სამუშაო დღეები.
მიღების საათები: 11.00 - 13.00.
ტელ: (+995 32) 32-39-01.
ფაქსი: (+995 32) 32-38-98.

2. ქ. თბილისი, გენერალ გია გულუას ქ. N10,
შს სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა.
ტელ: 12-12; 14-44; 12-57; 10-04; 10-44.
მიღების დღეები: ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა;
მიღების საათები: 10:00 - 18:00.
მოქალაქემ და ინფორმაციის მიღების ინიციატორმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა და მისი ასლი, ხოლო უფლებამონაცვლე პირმა კი აგრეთვე სათანადო მინდობილობა ან რაიმე სხვა სახის რწმუნებულება.