GEO / ENG
აჭარა ოკუპაციის დღეებს იხსენებს



     23 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოსა და უნივერსიტეტის მიერ საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია უშიშროების არქივში არსებული საბჭოთა ოკუპაციისა და ტერორის ამსახველი ფოტობანერების გამოფენა სახელწოდებით ,,წითელი ისტორია და აჭარა“, შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო სამმართველოს მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის’’ სპეციალური ნომრის პრეზენტაცია, დოკუმენტური ფილმის „დატყვევებული გონი(ერი)“-ს ჩვენება და სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია.

     ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საარქივო სამმართველოს, აჭარის ა.რ. სპორტისა და ახალგაზრდობის დეპარტამენტის, ქ. ბათუმის მერიის ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების, აჭარის ა.რ. საარქივო სამმართველოს ორგანიზებით საბჭოთა ოკუპაციის 90 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში გაიმართება შემდგომი ერთობლივი ღონისძიებები:

1. 24 თებერვალი, 12:00 საათი – ქ. ბათუმის #3 საჯარო სკოლა, (ყოფილი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო შტაბი), ვახტანგ გორგასლის ქ. #122;
2. 25 თებერვალი, 12:00 საათი – აჭარის ა.რ. საარქივო სამმართველო, ვახტანგ გორგასლის ქ. #126;
3. 25 თებერვალი, 17:00 საათი - პრეს-კაფე, მის: ქ. ბათუმი, საბაჟოსა ქ. და ა. მელაშვილის ქ. #2/1. (გამოვლინდება ესსეების კონკურსში ,,საბჭოთა ოკუპაცია,, გამარჯვებული).