31 მაისი, პოლიციელის დღე
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის დღე ქუთაისში საზეიმო ღონისძიებით აღნიშნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, მთავრობისა და პარლამენტის
წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ოფიციალური დელეგაციების წევრები პარტნიორი ქვეყნებიდან:
ლატვიიდან, ლიტვიდან, გერმანიიდან, სომხეთიდან, ბელარუსიდან, თურქეთიდან და მოლდოვიდან. ღონისძიება წუთიერი დუმილით გაიხსნა. სტუმრებმა
პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა და შს მინისტრმა თავის გამოსვლებში აღნიშნეს გარდაცვლილი პოლიციელების მიერ პროფესიულ საქმიანობაში შეტანილი
წვლილი და კიდევ ერთხელ პატივი მიაგეს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას.
შინაგან საქმეთა მინისტრმა დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის შსს-ს პირველი ხარისხის
მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“, სიკვდილის შემდეგ,სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელები
დააჯილდოვა. მინისტრმა მედლები დაღუპული სამართალდამცველების ოჯახის წევრებს პირადად გადასცა. მედლით „მამაცობისთვის“ სამსახურებრივი
მოვალეობის შესრულების დროს მოქმედი პოლიციელები -  დაჯილდოვდნენ.
პოლიციელის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში გამართულ გამოფენაზე,შსს არქივმა წარადგინა  არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ „საარქივო მოამბის“
ყველა ნომერი, ასევე სხვადასხვა დროს გამოცემული წიგნები, საარქივო მასლებზე დაყრდნობით გადაღებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები,
საინფომრაციო ბანერები,  არქივის მიერ მოზადებული 2015 წლის კალენდარი, რომელიც საჩუქრად დაურიგდა დამთვალიერებელს.  მოსახლეობას საჩუქრად
გადაეცა შსს არქივის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის  ქუთაისზე  მომზადებული წიგნი, რომელიც   ქუთაისში20-30-იან წლებში განვითარებულ მოვლენებს
ასახავს.გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  საარქივო სამუზეუმო ექსპონატები: საბჭოთა პერიოდის  საპატიმრო დაწესებულებებიდან ამოღებული, პატიმრების
მიერ დამზადებული, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღი, კასტეტები; მანდატურთუხუცესის, მსტოვრის, ჟანდარმისა და „ჩეკისტის“ უნიფორმები.
გამოფენაზე წარმოდგენილმა საარქივო მასალებმა საზოგადოების დიდი ინტერესი და მოწონება დაისმახურა.
შსს-ს გამოფენის დათვალიერების საშუალება ნებისმიერ მსურველს მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა.

31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე
31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე
31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე 31 მაისი, პოლიციის პროფესიული დღე