შსს-ს აკადემიის და შსს-ს არქივის ხელმძღვანელები მოსწავლეებს შეხვდნენ
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ და შსს-ს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა თბილისის 155-ე, მე-60, 126-ე საჯარო სკოლების, პირველი გიმნაზიისა და პირველი ექსპერიმენტული სკოლის ისტორიის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს არქივში უმასპინძლეს.
შეხვედრაზე ომარ თუშურაშვილმა სტუმრებს შსს-ს არქივის მიერ მომზადებული 2017 წლის კალენდარი წარუდგინა, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ 12 ქართველ გენერალს ეძღვნება.
კალენდარში, რეალურ პორტრეტებზე დაყრდნობით შესრულებულ ილუსტრაციებთან ერთად, წარმოდგენილია ქართველი გენერლების გმირობის ამსახველი ისტორიული მასალა.
შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე სტუმრებს აკადემიის ახალი პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ შესახებ ესაუბრა, რომლის განხორციელება 2017 წლისთვის არის დაგეგმილი.
შეხვედრის ბოლოს, მოსწავლებსა და პედაგოგებს შსს-ს არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი „სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი“ უჩვენეს.