27 სექტემბერი - სოხუმის დაცემა
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
27 სექტემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე  შალვა
ხუციშვილი, შსს აკადემიისა და შსს არქივის ხელმძღვანელები, დაღუპული კურსანტების ოჯახის წევრები.
ღონისძიების მიზანი იყო, კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა საზოგადოებისთვის, რომ აფხაზეთი იყო, არის და ყოველთვის იქნება
საქართველოს განუყოფელი ნაწილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადდა ორენოვანი 10 საინფორმაციო
ბანერი აფხაზეთთან დაკავშირებით. აღნიშნული ბანერები 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეს მიეძღვნა და შინაგან
საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამოიფინა; საინფორმაციო ბანერებზე ასახულია აფხაზეთში განვითარებული მოვლენები XX
საუკუნის 20-იანი წლებიდან მოყოლებული.
სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაზე წამოდგენილი იყო  აფხაზეთის ომის დოკუმენტური კადრებით
მომზადებული ვიდეო რგოლი.

27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა
27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა 27 სექტემბერი – სოხუმის დაცემა
FLVPlayer requires JavaScript and the latest Flash player. Get Flash here.