შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს-ს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის საკითხების კვლევის თემატიკაზე მომუშავე ორგანიზაციას შორის გაფორმებული მემორანდუმი მხარეებს შორის სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროში ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს, ასევე, მემორანდუმის ფარგლებში მოიაზრება საარქივო საქმის განვითარების, არქივების გახსნილობის, მოდერნიზირებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა. ამას გარდა, შსს-ს არქივში დაცულ მასალებზე დაყრდნობით, გამოიცემა ინტეგრირებული კვლევები, დაიბეჭდება პუბლიკაციები და გაიმართება თემატური შეხვედრები.

მიღწეული შეთანხმების მიხედვით, მომავალში მთელირიგი ერთობლივი სამეცნიერო, კვლევითი და კულტურული პროექტები განხორციელდება.

ამ მიმართულებით პირველ ნაბიჯად განისაზღვრა სოვლაბის მიმდინარე პროექტის - „საბჭოთა წარსული გააზრების“ ფარგლებში დაწყებული კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა და საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 10498345_674096105997021_7960305707972132969_o