არქივების წარმომადგენლების შეხვედრა
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
არქივების წარმომადგენლების შეხვედრა არქივების წარმომადგენლების შეხვედრა
25 აგვისტოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს წარმომადგენლები ეწვივნენ. სოფიო იმერლიშვილი (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი), ეკატერინე მათიაშვილი (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსი) და ნინო მდინარაძე (სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საარქივოს სამმართველოს მრჩეველი) შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვალეობას შეხვდნენ. არქივის დირექტორმა, ბატონმა ომარ თუშურაშვილმა სტუმრებს არქივის მიერ ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები გააცნო და გამოცდილება გაუზიარა. გაცნობითი შეხვედრის შემდეგ მხარეებს შორის სამომავლო ურთიერთთანამშრომლობა დაიგეგმა.