25 თებერვალი
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
25 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გაიმართა  შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ მომზადებული წიგნების -
,,ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს ოკუპაცია 1921“ და ,,თულნი“ პრეზენტაცია.
პრეზენტაციას დაესწრნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები: დავით ვარდიაშვილი და მერაბ მალანია, აკადემიის რექტორი ნუკრი
გელაშვილი, არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი,  ისტორიკოსები, მკვლევარები, იუნკერების შთამომავლები, არასამთავრობო
ორგანიზაციები, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის კურსანტები. წიგნში ,,ბოლშევიკების თვალით დანახული საქართველოს ოკუპაცია
1921“ წარმოდგენილი მოგონებები საინტერესოა საზოგადოებისათვის. კრებულში, რომელიც სამენოვანია (ქართულ-რუსულ-ინგლისური),
გაერთიანებულია საბჭოთა  პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი ტრა­დი­ცი­ებ­ის მი­ხედ­ვით შექ­მნი­ლი ბოლ­შე­ვიკ-რევო­ლუ­ცი­ონ­ერ­თა მო­გო­ნე­ბე­ბი. როგორ
შემოვიდნენ წითელარმიელები 1921 წელს საქართველოში და როგორ აფასებდნენ ბოლშევიკები საქართველოში რუსული არმიის შემოჭრას.
,,თულნი“, რომელიც ორენოვანია (ქართულ-რუსული) აღწერს XX საუკუნის დასაწყისში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედი,
როგორც პოლიტიკური, ასევე კრიმინალური ბანდების საქმიანობას. მასში წარმოდგენილია ბოლშევიკების მიერ საზოგადოებისგან
გამდგარი, ტყეში გაჭრილი ადამიანების მიმართ ძალმომრეობის ამსახველი დოკუმენტების მხოლოდ მცირე ნაწილი.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო არქივის მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი საქართველოს გასაბჭოების შესახებ და საარქივო
მასალების საფუძველზე შექმნილი თემატური ბანერების ექსპოზიცია.