შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის
სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია...“ -ს ჩვენება თელავში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

ჩვენებას შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, არქივის სხვა წარმომადგენლები, შსს-ს აკადემიის პრორექტორი ფრიდონ დიასამიძე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ავთანდილ ღელეღუტაშვილი, კახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურაბ არსენიშვილი, თელავის მერიის წარმომადგენლები, ისტორიკოსები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ. ფილმის ჩვენება თბილისში შემდგარი პრემიერის შემდეგ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს.

საზოგადოება ამ ფილმში ილია ჭავჭავაძის მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას ეცნობა, რაც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული. მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება - ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება.

შსს-ს არქივის თანამშრომლებმა მკვლევარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს, რაც ფილმში არის წარმოჩენილი. ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. ასევე ჩატარდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმის დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა ჩატარდა.

მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობა გოგი ქავთარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, პაატა მხეიძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, ზაზა იაქაშვილმა და სხვებმა მიიღეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ფილმი ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.
შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შსს–ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ ჩვენება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა