შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
2014 წლის 27 ოქტომბერს ქ. ვარშავაში, პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ ჩატარდა საერთაშორისო
კონფერენცია სახელწოდებით ,,ევროპა ზედამხედველობის ქვეშ“, რომელიც მიზნად ისახავდა ყოფილი კომუნისტური ქვეყნების
უშიშროების არქივების აუდიო-ვიზუალური კოლექციების წარმოჩენას. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ პოლონეთის,
ბულგარეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთის, საქართველოს, ლიტვის, გერმანიის, რუმინეთისა და უნგრეთის არქივების
წარმომადგენლები.
საქართველოს შსს არქივის მიერ წარმოდგენილი იქნა როგორც საარქივო ფონდები, ისე არქივის მიერ წარმოებული სამეცნიერო-
დოკუმენტური მასალადა ისტორიულ-შემეცნებითი ხასიათის ფილმები. კონფერენციაზე განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია
არქივის მიერ გამოცემულმა ორენოვანმა ჟურნალმა ,,საარქივო მოამბე“ და საქართველოს უახლესი ისტორიის სხვადასხვა
თემაზე მომზადებულმა დოკუმენტურმა ფილმებმა, რომლებიც არქივში დაცული მასალების საფუძველზე არის გადაღებული.
კონფერენციის ვებ-გვერდი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე:
შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში
შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში შსს არქივი კონფერენციაზე ქ. ვარშავაში