Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- აკადემიაში ჟურნალსაარქივო მოამბისმე-17 ნომრის
პრეზენტაცია გაიმართა
შსს- აკადემიაში შსს- არქივის მიერ მომზადებული ჟურნალის - „საარქივო მოამბისმე-17 ნომრის პრეზენტაცია გაიმართა.
ახალ ნომერში თავმოყრილია საბჭოთა პერიოდში გერმანიასა და საფრანგეთში წასული ქართველი ემიგრანტების ცხოვრების ამსახველი მასალები, მათ შორის, ტიტე მარგველაშვილის, დათაშკა კავსაძეს, სპირიდონ ჭავჭავაძისა და სხვათა ცხოვრების და საქართველოს დამოუკიდებლობითვის მათი ბრძოლის ქრონიკები. ჟურნალში მოთხრობილია ვერმახტის ქართული ლეგიონის გენერლის, შალვა მაღლაკელიძის შესახებაც
ნომერში ასევე წარმოდგენილია იმ ადამიანთა ისტორიები, რომლებიც არ შეუშინდნენ ემიგრაციიდან სამშობლოში დაბრუნებას, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ, დაბრუნების შემთხვევაში როგორ გაუსწორდებოდა მათ საბჭოთა ხელისუფლება.
პრეზენტაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები, მკვლევარები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კინოდოკუმენტალისტები, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელები და  სხვა  მოწვეული  სტუმრები  დაესწრნენ.
პრეზენტაციის დასასრულს, შსს- არქივში მომზადებული დოკუმენტური ფილმი-ჩანახატის - „მტრის წყალობით“ - ჩვენება გაიმართა, რომელიც ჯარისკაცის უბის წიგნაკში გაკეთებული ჩანაწერების მიხედვით შეიქმნა.