Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს არქივის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვია
შსს- აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს- არქივის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებშიპოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  პრეზიდენტ  დოქტორ იაროსლავ ჟარეკთან სამუშაო შეხვედრა  გაიმართა.
შეხვედრაზე შსს- არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა არქივის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მხარეებმა საარქივო, ისტორიული კვლევების ჩატარების ზუსტი ვადები და მომავალი თანამშრომლობის კონკრეტული გეგმები განსაზღვრეს.
ვიზიტის ფარგლებში, ვარშავასა და გდანსკში საქართველოს შსს- არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული ერთობლივი კვლევის შედეგად მომზადებული წიგნის  - ,,პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა საქართველოში დიდი ტერორის დროს (1937-1938 წწ.) პრეზენტაცია  გაიმართა. მონოგრაფია  საბჭოთა კავშირში არსებულ  ისტორიულ-პოლიტიკურ ვითარებასა და საქართველოში მცხოვრები პოლონეთის მოქალაქეებზე განხორციელებულ დიდ ტერორზე მოგვითხრობს. პრეზენტაციას პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა  მინისტრი მარიუზ ბლაზკასი, საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, შსს- პოლიციის ატაშე გიორგი გამსახურდია, მკლევარები და სტუდენტები დაესწრნენ.
აღნიშნული მონოგრაფია პირველი ნაწილია იმ მრავალტომეულისა, რომლის გამოცემაც შსს- არქივისა და პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის თანამშრომლობისა და ერთობლივი კვლევის ფარგლებში განხორციელდება.