Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
საქართველოს ისტორიის უცნობი დეტალები რეგიონული მაუწყებლების ობიექტივში
22 თებერვალს სსიპ - შსს აკადემიაში გაიმართა ჟურნალისტიკის რესურს ცენტრის (JRC), მაუწყებელთა ალიანსისა და შსს აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია.
ღონისძიებას დაესწრნენ სსიპ - შსს აკადემიის რექტორი, გივი მიქანაძე, სამინისტროს არქივის დირექტორი, ომარ თუშურაშვილი, ხელმომწერ მხარეთა წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები.
პროექტის მიზანია სამინისტროს არქივში დაცული დოკუმენტების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების ერთობლივი დამუშავება და სატელევიზიო პროდუქტების დამზადება, შემეცნებითი სატელევიზიო კონტენტის წარმოება და ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლა-გაზიარება სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისათვის აუცილებელი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებისაკენ სწრაფვა-ორიენტირების ხელშეწყობისათვის.
სამინისტროს არქივის ეფექტიანი პოპულარიზაციისა და საზოგადოებასთან დამატებითი საკომუნიკაციო არხების ამოქმედების მიზნით, პროექტის ფარგლებში ასევე მოიაზრება არქივულ პირველწყაროთა საფუძველზე მომზადებული ფილმებისა და გადაცემების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით პერმანენტული გავრცელება, სამეცნიერო-კვლევით ჭრილში გადამუშავებული საარქივო მასალების პერიოდული ექსპოზიციების ორგანიზება და მემორანდუმით გათვალისწინებული სხვა აქტივობების განხორციელება.