შსს არქივის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
2015 წლის 21-25 მარტს შსს არქივის დირექტორი ბატონი ომარ თუშურაშვილი დაარქივის არქივარიუს-ანალიტიკოსი ბატონი ვლადიმერ
ლუარსაბიშვილი მივლინებით იმყოფებოდნენ ქალაქ ვარშავაში (პოლონეთი), ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტში. ვიზიტის მიზანი იყო პოლონურ-
ქართული ერთობლივი პროექტის ფარგლებში სამუშაო ჯგუფების შეხვედრა, რომელზეც განიხილეს მონოგრაფიის - ,,პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა
საქართველოში დიდი ტერორის დროს (1937-1938)“ გამოსაქვეყნებლად ჩასატარებელი სამეცნიერო-ტექნიკური საკითხები. სამუშაო შეხვედრების დროს
დახარისხდა და გაანალიზდა შინსახკომის სამეულის იმ სხდომების ამსახველი ოქმები, რომლებითაც დასტურდება პოლონელთა რეპრესიები საბჭოთა
საქართველოში. ასევე გადამუშავდა შსს არქივში მომზადებული სამეცნიერო სტატია, რომელიც საქართველოში დიდი ტერორის მოკლე ისტორიას აღწერს.
ერთობლივი პოლონურ-ქართული მონოგრაფია გამოიცემა პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის მიერ ქალაქ ვარშავაში მიმდინარე წლის
შემოდგომაზე. 2016 წელს კი იმავე ინსტიტუტის მიერ იგეგმება მონოგრაფიის ქართულ-ინგლისური თარგმანის დაბეჭდვა.

შსს არქივის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში შსს არქივის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში შსს არქივის ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში