შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივსა და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრს შორის გაფორმდა
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

მემორანდუმის ფარგლებში იგეგმება ორმხრივი კულტურული თანამშრომლობა, ჩატარდება ერთობლივი კვლევები, განხორციელდება სხვადასხვა პროექტები.
აღნიშნული თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმ ფონზე, რომ  გასულ წელს საქართველოს პარლამენტმა ოფიციალურად აღიარა იმპერიული
რუსეთის მხრიდან ჩერქეზების გენოციდი.
მხარეები ასევე იმუშავებენ საერთო პროექტების შემუშავებაზე კულტურის, განათლების, კვლევის, მემკვიდრეობის დაცვისა და მეცნიერების სფეროებში.
ჩატარდება სხვადასხვა სახის ერთობლივი კულტურული ღონისძიებები.
რუსთავი 2 - საინფორმაციო გამოშვება
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge