შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა პირველი სამმართველოს სააქტო დარბაზში, სამხედრო მოსამსახურეებისთვის, შსს-ს არქივის მიერ გადაღებული, მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება გაიმართა. ფილმი დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის ქრონიკას მოიცავს და შსს-ს არქივში დაცულ სისხლის სამართლის საქმის მასალებზეა დაფუძნებული.

კინოჩვენებას, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფილმის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები: სცენარის ავტორი და რეჟისორი - მიხეილ ბერინაშვილი, პროდიუსერი - ეკა კაციტაძე და ისტორიკოსი - თენგიზ სიმაშვილი დაესწრნენ. ისინი ჯარისკაცებს ფილმის გადაღების პროცესსა და ილია ჭავჭავაძის მკვლელობის გარემოებების გამოძიებაზე ესაუბრნენ.

ღონისძიება მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეთა ცნობიერების ამაღლებას. შსს-ს არქივის ხელშეწყობით, მსგავსი ტიპის კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება.
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზაზე მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება მოეწყო