შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გადაღებული, ილია ჭავჭავაძის მკვლელობისა და მის მიერ საგურამომდე განვლილი უკანასკნელი გზის შესახებ მხატვრულ-დოკუმენტური ფილმის - „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა კინოთეატრ „ამირანში“ გაიმართა. ფილმის გადაღება შსს-ს არქივში დაცული სისხლის სამართლის საქმის და სხვადასხვა მნიშვნელოვანი დოკუმენტების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით 2013 წელს დაიწყო.
ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლევან იზორია და დავით ხუციშვილი უწყების წარმომადგენლებთან ერთად, შსს-ს აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი და პარლამენტის წევრები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ისტორიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფილმის ის ნაწილი, სადაც ილიას უკანასკნელი დღე და მისი მკვლელობაა ასახული, გადაღებულია თბილისსა და საგურამოში მწერლის სახლ-მუზეუმებში. რეჟისორის ჩანაფიქრით მოქმედება დროის სამ მონაკვეთში ხდება - ილიას მკვლელობის დღეს, ბოლშევიკურ ეპოქაში, როდესაც მკვლელობაში მონაწილე პირები გაასამართლეს და თანამედროვე ეპოქაში, როდესაც თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით მომხდარის დეტალების აღდგენა და მოკვლევა ტარდება.
ფილმის ავტორების მიზანი იყო 1907 წლის 12 სექტემბერს საბედისწერო მოვლენების განვითარების არამხოლოდ მხატვრული ხერხებით ჩვენება. საზოგადოება ფილმის ხილვისას ილიას მკვლელობის სრულიად ახალი ვერსიის ეკრანიზაციას გაეცნობა, რომელიც ისტორიკოსებისა და მკვლევარების მოსაზრებებითაა გამყარებული.
ექსპერტების დახმარებით მკვლელობის სრული რეკონსტრუქცია გაკეთდა. შსს-ს არქივის თანამშრომლებმა მკვლევარებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, ილიას მკვლელობის სრულიად ახალი და აქამდე უცნობი დეტალები აღმოაჩინეს, რაც ფილმში სრულად არის წარმოჩენილი. ამავე დროს ჩატარდა ილია ჭავჭავაძის მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი შესწავლა. საქმე შსს-ს არქივშია დაცული და 11 ტომს მოიცავს. შსს-ს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში ჩატარდა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ხოლო ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ილია ჭავჭავაძის გაკვეთაში მონაწილე ექიმის დასკვნის ხელახალი ექსპერტიზა.
მხატვრულ-დოკუმენტურ ფილმში ილია ჭავჭავაძის როლი კოტე თოლორდავამ შეასრულა, ხოლო მწერლის მეუღლე ნანუკა ხუსკივაძემ განასახიერა. ფილმში მონაწილეობა გოგი ქავთარაძემ, გივი ბერიკაშვილმა, პაატა მხეიძემ, ირაკლი ჩოლოყაშვილმა, ზაზა იაქაშვილმა და სხვებმა მიიღეს. ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორი მიხეილ ბერინაშვილია, ხოლო მუსიკალურად ნიაზ დიასამიძემ გააფორმა.
ახლო მომავალში ფილმის ჩვენება დაგეგმილია როგორც სატელევიზიო ეთერში, ასევე ქვეყნის რეგიონებში არსებულ კინოთეატრებში, სადაც შსს-ს არქივის თანამშრომლები, კინოჩვენების დასასრულს, ფილმის გადაღების პროცესსა და ილიას მკვლელობის გარემოებების გამოძიებას მაყურებლებთან ერთად მიმოიხილავენ.
შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა
შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა შსს-ს მიერ გადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია...“ პრემიერა გაიმართა