ევროსაბჭოს დელეგაცია სტუმრად შსს არქივში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთობლივი ქართულ-
აფხაზური პროექტის მესამე რაუნდის მომზადების მიზნით, 2016 წლის 18 მარტს შსს არქივს სტუმრად ევროსაბჭოს დელეგაცია
ეწვია.
საკოორდინაციო შეხვედრას ესწრებოდნენ:
ანა კაპელო - ევროპის საბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის სამმართველოს უფროსი;
კრისტიან ურსე - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი;
ნუკრი გელაშვილი - შსს აკადემიის რექტორი;
ომარ თუშურაშვილი - შსს არქივის დირექტორი.
მხარეებმა განიხილეს და დაგეგმეს მომდევნო შეხვედრის დღის წესრიგი და სხვა საორგანიზაციო საკითხები.