სკოლის მოსწავლეები სტუმრად შსს არქივში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო
პროგრამასთან არსებული პრაქტიკული სამართლის კლინიკის ორგანიზებით შინაგან სამინისტროს არქივს სტუმრად
ეწვივნენ ქ. თბილისის მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეები.
უფროსკლასელებს უმასპინძლა შსს არქივის დირექტორმა ომარ თუშურაშვილმა. მოსწავლეები გაეცნენ არქივის საქმიანობას,
რესტავრაციისა და დიგიტალიზაციის სამუშაოებს, დაათვალიერეს მუზეუმი და ნახეს შსს არქივის მიერ მომზადებული
დოკუმენტური ფილმები: ,,სტალინი და მთვარის კულტი“, ,,სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელი“ და ,,ცეკა რელიგიურ
დღესასწაულებს ებრძვის“.