შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივი სტუმრად ეწვია გიორგი გრიგოლის ძე მაისურაძეს - ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხის მცხოვრებს. ბატონი
გიორგი 1942-43  წლებში იყო „ახალგაზრდა მესხთა კავშირის“ წევრი და   ახალციხის რაიონში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ ანტისაბჭოთა
საქმიანობაში იღებდა მონაწილეობას.  აღნიშნულმა ჯგუფმა გამართა რამდენიმე შეკრება და ახალციხეში გაავრცელა ანტისაბჭოთა პროკლამაციები. ჯგუფს
იმედი ჰქონდა, რომ საბჭოთა კავშირი მეორე მსოფლიო ომში დამარცხდებოდა და საქართველო დამოუკიდებლობას აღიდგენდა. ჯგუფში 30-მდე ადამიანი
ირიცხებოდა, ბევრი მათგანი დააკავეს და სხვადასხვა ვადით პატიმრობა მიუსაჯეს. ბატონი გიორგი ჯერ მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, ხოლო ომიდან
დაბრუნების შემდეგ ისიც დაამატიმრეს და 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იგი „ახალგაზრდა მესხთა“ საქმიანობის ერთადერთი ცოცხალი მოწმეა.
ახალგაზრდა მესხებზე საბჭოთა პერიოდში ორი საქმე იყო აღძრული - 1942 და 1951 წლებში. დღეისათვის არქივში დაცულია 1951 წლის საქმე. ბატონ გიორგის
გადაეცა ამ საქმიდან ამონარიდების, მათ შორის პირადი ანკეტის ასლი.
შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა შსს არქივი ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მუსხში ყოფილ რეპრესირებულს ესტუმრა
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge