Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს არქივს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი პირველი მდივნის, ბესარიონ ლომინაძის პირადი არქივი გადაეცა.


ბესარიონ ლომინაძე - საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი 1922-1924
წლებში. 1930 წლის მაისში აირჩიეს საკავშირო კპ(ბ) ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად. სტალინის
პოლიტიკით განაწყენებულმა ლომინაძემ იმავე წელს შექმნა ოპოზიციურად განწყობილი ჯგუფი.
1930 წლის 1 დეკემბერს ბესარიონ ლომინაძეს დაატოვებინეს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური
კომიტეტის შემადგენლობა და დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს.
1931 წლიდან მუშაობდა მოსკოვის სამხარეო საავიაციო ქარხანაში საკავშირო კომუნისტური პარტიის კპ(ბ) ცენტრალური
კომიტეტის პარტორგანიზაციის მდივნად, 1933 წლის აგვისტოდან კი პარტიის მაგნიტოგორსკის საქალაქო კომიტეტის პირველ
მდივნად.
  1935 წელს დაპატიმრების შიშით თვითმკვლელობის მცდელობა ჰქონდა. თავის მოკვლას ცდილობდა ცეცხლსასროლი
იარაღის გულში დამიზნებით. თვითმკვლელობის მცდელობიდან  რამდენიმე დღეში ბესარიონ ლომინაძე საავადმყოფოში
გარდაიცვალა.
ბ. ლომინაძის რძალმა, 2000 წლიდან აშშ-ს მოქალაქემ, ქალბატონმა აიდა ლომინაძემ 14 სექტემბერს შსს-ს არქივს საჩუქრად
გადმოსცა ბესარიონ ლომინაძის პირადიარქივი:

· ფოტომასალა;
· ხელნაწერი წერილები რუსულ ენაზე;
· სამუშაო რვეული;
· ლომინაძის მიერ სერგო ორჯონიკიძის სახელზე გაგზავნილი წერილების ქსეროასლები; 1929-1930 წწ. 5 ცალი;
· ხელნაწერი ორიგინალი წერილები რუსულ ენაზე;
· სკკპ ცენტრალური საკონტროლო კომისიის პრეზიდიუმისა და პოლიტბიუროს გაერთიანებული სხდომის
სტენოგრამა. 1930 წლის 4 ნოემბერი.  ნაბეჭდი ტექსტი, რუსულ ენაზე. 10 ფურც;
· მასალები ბ. ლომინაძის შვილის სერგო ლომინაძის სისხლის სამართლის საქმიდან;
· მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-5 კურსის სტუდენტის სადიპლომო ნამუშევარი „ბ. ლომინაძის
პოლიტიკური ბიოგრაფია (1917-1935 წწ.)“. ნაბეჭდი ტექსტი, რუსულ ენაზე  77 ფურცელი;
· დეპეშების ასლები ბ. ლომინაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.