Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი
შუალედური მოსმენა გაიმართა


შსს- აკადემიაში პროექტის - „შეისწავლე ისტორია - გახდი მკვლევარი“ - მონაწილე ხუთი ჯგუფის  შუალედური მოსმენა გაიმართა.
ჟიურის საჯარო სკოლის პედაგოგებმა, მოსწავლეებმა და სტუდენტებმა თემატური ბლოკიდან - „უახლესი ისტორია“, შერჩეული თემების მიხედვითთავიანთი ნაშრომები წარუდგინეს. ჟიურის წევრებმა - შსს- აკადემიის რექტორმაგივი მიქანაძემ , შსს- არქივის დირექტორმა, ომარ თუშურაშვილმა  და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს შენიშვნები და რეკომენდაციები მისცეს.
გივი მიქანაძემ  მკვლევარებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ პროექტი შედგა, რადგან მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი სამეცნიერო კვლევები პროექტით გათვალისწინებულ სტანდარტებსა და მოთხოვნებს შეესაბამება.
გამარჯვებულები მკვლევარები მიმდინარე წლის სექტემბერში, „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2017“-ის ფარგლებშიკონკურსის წესით გამოვლინდებიან. საუკეთესო ნაშრომი შსს- არქივის ჟურნალში - „საარქივო მოამბედაიბეჭდება.
პროექტის მიზანია შსს- არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალებით ახალგაზრდა მკვლევარების დაინტერესება, ასევე, მოსწავლეთა და სტუდენტთა კვლევის უნარების, კრიტიკული აზროვნებისა და წყაროზე მუშაობის სპეფიციკური უნარების განვითარება.