Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე
„სსრკ ტერიტორიაზე არსებულ ტყვეთა ბანაკების წარმოშობისა და განვითარების ქრონოლოგიისადმი“ მიძღვნილ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრების მიზნით, ამა წლის 7 11 ნოემბერს შსს არქივის დელეგაცია
პოლონეთის ქ. ლოძში იქნა მიწვეული. კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის გამომსვლელებთან ერთად შსს არქივის
დირექტორი, ომარ თუშურაშვილიც წარსდგა მოხსენებით - „საქართველოს ტერიტორიაზე სსრკ პერიოდში არსებულ
ტყვეთა ბანაკები“.
ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები პოლონეთის ეროვნული
მეხსიერების ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტ, პროფესორ კრზიშტოფ შვაგრზიკს შეხვდნენ და საქართველოში
ერთობლივი არქეოლოგიური პროექტის განხორციელებაზე
შეთანხმდნენ. პროექტი მომავალი წლის გაზაფხულზე დაიწყება და ტექნიკურად
და მეთოდოლოგიურად უმეტესწილად პოლონური მხარის მიერ იქნება
უზრუნველყოფილი.
პოლონეთში ყოფნის -დროს ქართული დელეგაციის წევრებმა IPN-ის ცენტრალური და ქ. ლოძის საარქივო ფილიალიც
მოინახულეს, სადაც რესტავრაცია-კონსერვაციისა და დიგიტალიზაციის თანამედროვე ტექნოლოგიურ საშუალებებს
გაეცნენ.