ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
ევროპის საბჭოს ინიცირებითა და მედიაციით, ნდობის აღდგენის ჩარჩო-პროგრამის ფარგლებში, ამა წლის 9-13 დეკემბერს . ვენეციაში
გაიმართა ქართულ-აფხაზური მხარეების სამუშაო შეხვედრა, რომელიც შეეხებოდა ერთობლივი გამოცემის მოსამზადებელ სამუშაოებთან
დაკავშირებულ საორგანიზაციო საკითხებსა და სამომავლო გეგმებს.
ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ იქნა პრეზენტაცია, რომელიც დაწვრილებით აღწერდა ერთობლივი გამოცემის სტრუქტურასა და
თემატიკას. მხარეებმა დეტალურად განიხილეს თითოეული საკითხი, რის საფუძველზეც განისაზღვრა ძირითადი სამუშაო მიმართულებები,
შეჯერდა საკოორდინაციო მუშა ჯგუფის შემადგენლობა და კონკრეტულად გადანაწილდა პროექტის იპმლემენტაციისათვის აუცილებელი
ცალკეული დავალებები, რომელთა რეალიზაცია და მონოგრაფიის საჩვენებელი მაკეტის წარდგენა განხორციელდება მორიგი, რიგით მესამე
შეხვედრისას.
ქართულ აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი ქართულ აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი ქართულ აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი ქართულ აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი ქართულ აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი
ქართულ-აფხაზური შეხვედრის მეორე რაუნდი