Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
წიგნის საშუალებით პირველად გასაჯაროვდა საქართველოს სსრ-ს უშიშროების კომიტეტისა და პარტიული არქივის ფონდებში
დაცული მასალები, რომლებშიც დეტალურადაა აღწერილი 1989 წლის 9 აპრილს თბილისში განვითარებული ტრაგიკული
მოვლენები, ასევე, მაშინდელი ხელისუფლების მიერ თბილისიდან მოსკოვში და მოსკოვიდან თბილისში გაგზავნილი
დაშიფრული დეპეშები, პლენუმის, ბიუროს სხდომისა და საგაზეთო ფონდის მასალები.
პრეზენტაციას შსს-ს აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს-ს არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, 1989 წლის 9
აპრილის აქციის მონაწილეები, ისტორიკოსები, მკვლევარები, სტუდენტები, მოსწავლეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
პრეზენტაციის დასასრულს, 9 აპრილთან დაკავშირებული ფილმის ჩვენება გაიმართა.
შსს-ს არქივმა წიგნი - ,,9 აპრილი“ გამოსცა. პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ
არქივში გაიმართა.