1956 წლის 9 მარტი
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში გამართული ღონისძიება 1956 წლის 9 მარტს მიეძღვნა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი გახლდათ შსს არქივის ჟურნალ `საარქივო მოამბე~-ს მე-15 ნომერი, რომელიც 1956 წლის 9 მარტს  განვითარებულ მოვლენებს ასახავს. ასევე ნაჩვენები იყო შსს არქივის მიერ მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი _ `9 მარტი - სისხლიანი თბილისი~. გამოფენილი იყო საარქივო მასალებზე დაყრდნობით მომზადებული 9 მარტისა და შემდგომი პერიოდის ამსახველი საინფორმაციო ბანერები. ღონისძიებას ესწრებოდნენ აკადემიის რექტორი ნუკრი გელაშვილი, შსს არქივის დირექტორი, ომარ თუშურაშვილი და  შსს აკადემიის მაგისტრანტები. ღონისძიების ფარგლებში შსს აკადემიის მაგისტრანტებს 1956 წლის 9 მარტს განვითარებულ მოვლენებზე ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვახტანგ გურული ესაუბრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია და შსს- არქივი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სხვადასხვა სახის  შეხვედრების მოწყობას გეგმავს. აღნიშნული ღონისძიებების მიზანი ახალგაზრდების  საქართველოს ისტორიით დაინტერესება და მათი ცოდნის ამაღლებაა.