კახი კავსაძე სტუმრად არქივში
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივს სტუმრად ეწვია, გამოჩენილი მსახიობი, კახი კავსაძე. არქივის გახსნილობის დასტურად მას პირველად მიეცა საშუალება
გაცნობოდა მამის-დავით კავსაძის საქმეს, რომელსაც  წლების განმავლობაში გრიფი საიდუმლო ედო.
ლოტბარი, მომღერალი-დავით კავსაძე 1941 წელს სამამულო ომში გაიწვიეს. ის  წითელი არმიის 224 -ე მსროლელთა ბრიგადაში მსახურობდა, როდესაც ტყვედ
ჩავარდა. მისი ნიჭის წყალობით ის დაინიშნა ეთნოგრაფიული გუნდის ხელმძღვანელად.  დ. კავსაძის ძალისხმევით, მრავალი ქართველი ტყვე გადაურჩა
სიკვდილს. მას ბრძოლებში მონაწილეობა არ მიუღია, ბანაკში ყოფნის დროსაც ის თავის საყვარელ საქმეს-სიმღერას ემსახურებოდა.
1946 წლის 10 იანვარს საბჭოთა ხელისუფლებამ დავით კავსაძე დააპატიმრა და წაუყენა ბრალდება მუხლი 58-1 ‘’ბ’’-სამშობლოს ღალატი ჩადენილი სამხედრო
პირის მიერ.  გადაასახლეს სვერდლოვსკის ოლქში, სადაც ის გარდაიცვალა.


კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში
კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში კახი კავსაძე სტუმრად არქივში
კახი კავსაძე სტუმრად არქივში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge