შსს არქივი - პრეზენტაცია
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბის“ მე-16 ნომრის,  საარქივო დოკუმენტებზე
დაყრდნობით მომზადებული  ნაწარმოები ,,დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ და მხატვრულ დოკუმენტური ფილმების
პრეზენტაცია ოკუპაციის მუზეუმში  გაიმართა.
პრეზენტაციას დაესწრნენ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შსს დანაყოფებისა და  დეპარტამენტების
ხელმძღვანელები,  სახელმწიფო სამსახურებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები,
ისტორიკოსები, მკვლევარები, ლიტერატორები და სხვა მოწვეული სტუმრები.
ჟუნალ „საარქივო მოამბის“ მე-16 ნომერი ტოტალიტალური სისტემებისთვის დამახასიათებელი სახელმწიფო რეპრესიული მანქანის
ფუნქციონირების თავისებურებებს ასახავს, რაც საბჭოთა რეალობაში განსაკუთრებული სიმძაფრით ე.წ. „დიდი ტერორის“ პერიოდში
გამოვლინდა. ნაწარმოებში - „დაპატიმრდეს! იცემოს! დაიხვრიტოს!“ , რომელიც საარქივო დოკუმენტების მიხედვით შეიქმნა, ასახულია
შინსახკომის თანამშრომელთა მუშაობის მეთოდები და უდანაშაულოთა წამების ფაქტები. ნაწარმოები გაფორმებულია უნიკალური
თემატური ილუსტრაციებით.
პრეზენტაციაზე ასევე წარმოდგენილი იყო შსს არქივში მომზადებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმები ,,სარია ლაკობა“ და ,,ცეკა
რელიგიურ დღესასწაულებს ებრძვის-აღდგომა“.