Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
შსს- არქივმა ჟურნალსაარქივო მოამბისმე-18 ნომრის
პრეზენტაცია გამართა



შინაგან საქმეთა სამინისტროს  არქივის მიერ გამოცემული ჟურნალ ,,საარქივო მოამბისახალი ნომრის პრეზენტაცია  საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში გაიმართა.
პრეზენტაციას შსს- აკადემიის რექტორი გივი მიქანაძე, შსს- არქივის დირექტორი ომარ თუშურაშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიპოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის  დელეგაცია და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.
ჟურნალსაარქივო მოამბისმე-18 ნომერი, რომელიც  თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმთან ერთად მომზადდა, საბჭოთა პერიოდში ხელოვნების სფეროში განხორციელებულ რეპრესიებს ეძღვნება. მისი საშუალებით საზოგადოება  შსს-  არქივში დაცულ, წლების განმავლობაში გასაიდუმლოებულ  საარქივო მასალებსა და ხელოვნების მუზეუმის ფონდებში არსებულ  უნიკალურ ფოტოდოკუმენტაციას გაეცნობა.