ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია სტუმრად არქივში
ახალი ამბები
Copyright © 2012 Created and supported by archive.security.gov.ge
3 ივნისს შსს არქივს სტუმრად ეწვია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დელეგაცია. სტუმრებს შორის იყვნენ: ხსოვნისა და
სოლიდარობის ევროპული ცენტრის თანამშრომელი იან რიდელი, სტრატეგიული კვლევების ცენტრის უფროსი მეცნიერ-
თანამშრომელი რაუფ გარაგოზოვი (აზერბაიჯანი), ოსტროვეც-სვენტოკშისკის ბიზნესისა და წარმოების კოლეჯის წარმომადგენელი
პრჟემისლავ ფურგაჩი (პოლონეთი), ,,ნიუ სქულის“ სოციალური კვლევების სპეციალისტი ელზბიეტა მანითია (აშშ), ვირჯინიის
უნივერსიტეტის წარმომადგენელი ჯეფრი ოლიკი (აშშ), მალხაზ თორია და ელენე კეკელია (ილიას სახელმწიფო
უნივერსიტეტი).
სტუმრები გაეცნენ არქივის ისტორიასა და სტრუქტურას, დაათვალიერეს უშიშროების მუზეუმი და არქივის საცავი. გაიმართა
არქივის თანამშრომლების მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმის - ,,9 მარტი - სისხლიანი თბილისი“. ჩვენება. სტუმრების
მხრიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია არქივის მიერ გამოცემულმა ორენოვანმა ჟურნალმა ,,საქართველოს მოამბე“ და
საქართველოს ისტორიის სხვადასხვა პერიოდის (საბჭოთა კვლევები: ,,დისიდენტური მოძრაობის ისტორია საქართველოსა და
ჩეხოსლოვაკიაში“, ,,სტალინის დედის მოგონებები“, ,,მასალები უშიშროების არქივიდან“ და სხვ.) ამსახველმა მონოგრაფიებმა.